სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.04.2018

     პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის ჯგუფი პარლამენტში დიდი ხანია, რაც უმცირესობაშია. მისივე თქმით, იგი სხვის კალთას არის ამოფარებული და ბოროტად იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლებას.

    "კობახიძე და კვირიკაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაში არიან. მათი დაპირისპირება არ არის აქ მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის რომ ინსტიტუციური წესრიგია ქვეყანაში აღსადგენი, არც ერთი და არც მეორე არ ასრულებენ სრულფასოვნად მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

    რაც შეეხება კობახიძეს და მის ჯგუფს, ეს ჯგუფი პარლამენტში უმცირესობაშია დიდი ხანია და ამოფარებულები არიან სხვის კალთას და ამის ხარჯზე ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელში შემთხვევით აღმოჩენილი ძალაუფლება.

    ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ წესები უნდა დაუწეროს დეპაუტებს, როდის რა თქვან და რაზე ილაპარაკონ. თუ არ შეასრულებენ რას იზამს? ფეხებს დააბაკუნებს, იტირებს, თუ მამიკოსთან იჩივლებს? - ტრაგიკომედიად იქცა საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი", - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (16.04.2018)
    ეს გათახსირებული, გახრწნილი მორალის არაკაცი ზარდიაშვილი, როგორ იმოძღვრება ტელევიზიით ? ეს ბინძური წარსულის ნაძირალა და რა დონის რა უნამუსო უნდა იყო. თან ვერ გაიგო ვინ იქნება მომავალი პრემიერი, რო შეუძვერს - ჯერ იყო გახარიას ქებით აიქაფა ენა, ეხლა ბახტაძეზე ღაღადებს ეს არაკაცი, ვერ გაერკვა სად შეძვრეს უკანალში. ვინ მოათრია? - ქვისლმა მდინარაძემ. რატო? იმ სადიზმის დროს ადეიშვილთან დოსტუპი საპროცესოებზე ზარდიაშვილით ქონდა მდინარაძეს, ფულს შოულობდა ზარდიაშვილით ჩაშვებილი ხალხის გატყავებით. და დადგა დრო და მომხვეჭელმა მდინარაძემ დაუფასა ქვისლს, შეათრია პარლამენტში. მეტიც, არ ერიდება ამ უნამუსო მდინარაძეს შეყავს პარლამენტში მისი ნათლია პაატა მხეიძე კეზერაშვილის მოადგილე და იმ სიბინძურეების უშუალო მონაწილე. ანუ მეტასტაზებივით გართხმულია ზარდიაშვილ/მდინარაძის კლანი ყველგან, ყველა საკვანძო მიმართულებით. არ გრცხვენიათ? თავზე გაზით, გასვრით და დაგცინიან.

    ლანა   (16.04.2018)
    არაკაცი და ნაძირალა ზონდერი ზარდიაშვილი და ამაზრზენი მდინარაძე ეს ადეიშვილის ბინძური მოციქულები, რომ ეყოლება საყრდენად კობახიძეს უკვე ყველაფერია ნათქვამი. ეს საცოდავი მძევალია, პეშკაა ამორალური მდინარაძე/ზარდიაშვილის ნათესაური კლანის ხელში. ახმოვანებინებენ ამ უბედურ კობახიძეს და ამოქმედებენ ადეიშვილის გეგმით.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved