სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    16.05.2018

     სასამართლოს, შესაძლოა, მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტში არის საუბარი.

    „რეზონანსი“ ამასთან დაკავშIრებით მწერალ ლაშა ბუღაძეს დაუკავშირდა.

    „ძალიან მომწონს, მივესალმები... სუპერინტელექტუალურ ქალბატონი ეკა ბესელიას და მისი დანარჩენი დეპუტატების მორალისტურ მზერას აწი ვეღარ გადაურჩება ვერც ჰომეროსი, სადაც სულ ომებია გაჩაღებული, ვერც ჯოვანი ბოკაჩო, სადაც უამრავი შეურაცხმყოფაა რელიგიური კუთხით ბერ-მონაზვნებზე და ვერც კონსტანტინე გამსახურდია. 

    „ამიტომ გამოდის, რომ აწი ჩვენ არაფერი უნდა წავიკითხოთ. აზრი უნდა ვკითხოთ ეკა ბესელიას, სასამართლოს, საქართველოს რკინიგზას... რა დავივიწყოთ, რა მოგვეწონოს და რა არ მოგვეწონოს“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved