სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    17.05.2018

     თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის უმაღლეს დონეზე ჩატარების სურვილს გამოთქვამს. ანალიტიკოსების თქმით, დიდი ალბათობით, ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მოხდება, რომლის ფარგლებშიც დაისმება საკითხი - "ან გვითხრან, რა მიზეზით არ ვართ მზად გაწევრიანებისთვის, ან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ".

    ლევან იზორიას განცხადებით, კომისიის სხდომის ასეთ ფორმატში ჩატარების სურვილი ნატო-საქართველოს კომისიის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. მისი თქმით, კომისიის სხდომა უმაღლეს დონეზე შეიძლება, წელს ზაფხულში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც გაიმართოს.

    "ჩვენ უკვე მოვითხოვეთ აღნიშნული კომისიის ჩატარება და ველოდებით ნატო-ს გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რომ 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და გვსურს, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კვლავ შედგეს ეს შეხვედრა კომისიის ფორმატში, სადაც მკაფიოდ გაცხადდება ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით მისი მისწრაფება, რომ გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

    "თქვენ აღნიშნეთ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, იყო გამოყოფილი და აღნიშნული იყო მისი პროგრესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ კომპონენტში, განაკუთრებით, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

    "ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად შეფასდება, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მზადყოფნა, რათა გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა", - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აღნიშნულ შეხვედას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკავშირებს. მისი თქმით, გარკვეული პერიოდით ადრე იყო საუბრები, რომ ნატო-ს უმაღლეს დონეზე შეხვედრა სწორედ გიორგი კვირიკაშვილის ჩართულობით მომხდარიყო.

    "ადრევე იყო საუბრები, რომ პრემიერის დონეზე გამართულიყო ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან შეხვედრა. ამასთან, აპატურაისაც ჰქონდა მსგავსი ინციატივა. სავარუდოდ, სწორედ ეს იგულისხმა მინისტრმა.

    "აღნიშნული შეხვედრა კი, ჩემი ვარაუდით, მიზნად ისახავს სამიტისთვის მზადებას. რაც მთავარია, დიდი ალბათობით, ქართული მხარე ნატო-ს მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რადგან ჩვენ გვესმის მხოლოდ განცხადებები, რეალურად კი ნატო-ს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება.

    "ამას ემატება რუსეთი, რომლის მხრიდან საფრთხეები სულ უფრო და უფრო მატულობს. ამიტომ, ნატო-ს მორიდებული პოლიტიკა ჩვენთვის ნაყოფიერი არ არის.

    "თუ გამოცხადებულია ღია კარის პოლიტიკა, ეს უნდა გაგრძელდეს ქმედითად. საუბრები, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით ნატო-ს, საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება. ახლა უკვე უნდა გვითხრან, ან რა მიზეზით არ ვართ მზად გაწევრიანებისთვის, ან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ.

    "10 წლის იუბილეც არ არის ისეთი თარიღი, რომ უბრალოდ გავატაროთ და სათანადო ღონისძიებებით არ აღინიშნოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამის მთავარი მიზეზი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე პასუხის მოსმენა იქნება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved