სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.06.2018

     ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება, სანამ აქცია კანონის ფარგლებს არ გასცდა, სიტუაციას შორიდან მშვიდად აკვირდებოდა, თუმცა, კანონის დარღვევის შემდეგ, როდესაც აქციის მონაწილეებმა კარვები შუა რუსთაველის გამზირზე გადაიტანეს და გზა გადაკეტეს, მათ სრულიად ადეკვატურად იმოქმედეს.

    ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უღალატა. ხუხაშვილი ამბობს, რომ პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, დაკავებები საკმაოდ ცივილიზებული ფორმით ჩატარდა. მისი თქმით, ზოგიერთი დაკავებული ეგზოტიკურ ფორმაში ინტერვიუებსაც კი იძლეოდა.

    „გუშინდელი ხელისუფლების მოქმედება, აბსოლუტურად ნორმალური ქცევა იყო. თუმცა ხელისუფლებას იმის ილუზია არ უნდა გაუჩნდეს, რომ რადგან პროტესტი შეწყდა, სარალიძის საქმე გამოძიებული არ უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია გამოძიებული იქნას ვინ და რატომ გააყალბა ეს საქმე.

    კარვების შუა გზაზე გადატანა, ეს წმინდა პროვოკაცია იყო. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ხალხს ვერ აგროვებდნენ და გზის გადაკეტვის კანონიერი გზა აღარ არსებობდა, ეს არკანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს.

    ეს იყო პროვოკაცია, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადობის მიმართაც. მიშა ხომ ვერ მოისვენებს. მას არჩევნების გზით გამარჯვების გზა ჩაკეტილი აქვს და ერთადერთი გამოსავალი რევოლუციური გზით მოქმედებაა. როდესაც საზოგადოების დიდი ტალღის აგორება ვერ შეძლეს, შემდეგ უკვე პროვოკაციაზე გადავიდნენ",-განაცხადა „რეზონანსთან" ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved