სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.06.2018

     "ლოგიკურად, დღეს ვერც მე ვხედავ აუცილებლობას, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. ამის აუცილებლობა "ქართულ ოცნებას" არ აქვს. არანაირი ისეთი პრობლემა არ დგას, რომ სამთავრობო ცვლილებები მოხდეს", - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელსაც უმრავლესობის სხდომასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

    მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ეს მომგებიანი იქნება როგორც "ქართული ოცნებისთვის", ასევე "ნაციონალური მოძრაობისთვისაც."

    "თუ "ქართული ოცნება" სამთავრობო ცვლილებებზე წავა, ერთადერთი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ხელს აძლევს "ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც". თუ "ოცნება" გადაწყვეტს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, მაშინ ამჟამინდელ სიტუაციას ამისთვის გამოიყენებს. გადადგომის შემდეგ, როგორც წესია, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

    "სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ხელს არ აძლევს მთავრობაში ცვლილების განხორციელება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

    პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ სხდომის მიმართ მოლოდინი ლოგიკურია, მაგრამ ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური "კლანიზმი."

    მისი თქმით, პროტესტი მინელებულია, ხელისუფლების სასარგებლო სიტუაციაა შექმნილი და შესაძლებელია, ხელისუფლება ცდილობდეს საქმის "გაჯანჯლებას." განცხადება იმის შესახებ კი, რომ "უნისეფის" კვლევას განიხილავდნენ ამ ხნის განმავლობაში, არასერიოზულია.

    "სხდომის მიმართ მოლოდინი სრულიად ლოგიკურია იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილების ყველა წინაპირობა არსებობს; ის, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები წარუმატებლად დასრულდა, არ ნიშნავს, რომ დასრულდა უკეთესი შედეგის მიღების გამო. დასრულდა სხვა მიზეზებით და, შესაბამისად, უამრავი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოში არსებობს, საზოგადოებას უბიძგებს იმის გააზრებისკენ, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილება.

    "საინტერესოა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებიც კი საჯარო საუბარში აღიარებენ ამას, რომ თვისობრივი ცვლილებებია საჭირო.

     "ბუნებრივი იყო მოლოდინი იმისა, რომ ეს ცვლილება განხორციელებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური "კლანიზმი", შეიძლება ასე ითქვას, უფრო მნიშვნელოვანია დღეს ხელისუფლებისათვის.

    "ამ ეტაპზე ნახეს, რომ მიჩქმალულია ყველა პროტესტი, რომელიც, ერთი მხრივ, გვიქმნის საშიშ მდგომარეობას, შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვითარება ხელისუფლების სასარგებლოა. ამის გამო შესაძლოა, გაჯანჯლების რეჟიმში იყოს ხელისუფლება.

    "ჯერჯერობით არანაირი ცვლილება, არანაირი პერსპექტივა არ შეიქმნა და პოლიტიკურ მდგრადობასა და სახელმწიფო მდგრადობაზე გადაიტანა აქცენტი მმართველმა ძალამ. შესაბამისად, მივიღეთ "მხიარული" კრება უშედეგოდ.

    "აღნიშვნეს, რომ "უნისეფის" კვლევას განიხილავდნენ თურმე სამი საათი უმრავლესობის წევრები, რაც ძალიან არასერიოზული კომენტარია, მაგრამ მოცემულობა ამ ვითარებაში ასეთი გვაქვს.

    "ამ ეტაპზე სიტუაცია არის სკანირებული, პროტესტი არის გამქრალი და არანაირი რეაქცია ამას არ მოჰყვება. მასობრივი აქციები იმას, რომ დღეს ცვლილება არ მოხდა, არა მგონია მოჰყვეს. საზოგადოება აპათიურ მდგომარებაშია და ხელისუფლება თავს მშვიდად გრძნობს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

    შეგახსენებთ, რომ სამი საათის განმავლობაში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა "ოცნებს" ოფისში და ინფორმაცია ვრცელდებოდა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

    სხდომის დასრულების შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა, "უნისეფის" მიერ წარმოდგენილ კვლევაზე საუბრობდნენ.

    "იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული.

    "სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე", - აღნიშნა მან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (13.06.2018)
    ჩემო არჩილ მართალია ჭკვიანი კაცი ხარ, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ სწორ დასკვნას არ აკეთებ. ადამიანების აპათიური მდგომარეობიდან გამოსვლას სულ მცირე ბიძგი სჭირდება. ხოლო რაც შეეხება მთავრობის მშვიდად ყოფნას აქაც ვერ დაგეთანხმები, რაღაც სიმშვიდეს ვერ ვხედავ მათ სახეებზე, მეტისმეტად არიან ატკრციალებულები.

    li   (13.06.2018)
    ZABIRAzES! RA SAMARCXVINO DA USINDISO KACUNA XAR! ROGOR ARA GRCXVENIA, IM FONZE RAC SAQARtVELOsI XDEBA, tURME MINISTREBIS sECVLA AR YOFILA SAwIRO. sE UBADRUKO KACUNAV, ETYOBA SAKMAOD DID tANXAS GIXDIS BIzINA, RIS GAMOC YVELAFRIS MKADREBELI XAR!

    პეტრე   (13.06.2018)
    აქ მთავარია, ხალხი რომელიც რუსთაველზე გავიდა და მოთხოვნები დააყენა, არა აქვს მნიშვნელობა ვისი მოწოდებით იყვნენ მისულები, მათ მოთხოვნებზე თუ არანაირ რეაქციას არ მოახდენ, რა განცდები ეუფლება...რა თქმა უნდა აღშფოთების, გაბრაზების და ეს აღშფოთება, გაბრაზება ხდება ხოლმე მუხტი პროტესტისა, სასურველის მიღწევისა, ხალხის გაბრაზება, აღშფოთება, ხელისუფლებებს ძვირი უჯდებათ...გუშინდელმა თათბირმა ეს ბრაზი კიდევ უფრო გააღვივა, დაუშვათ საკითხი ყოფილიყო გაეროს მონაცემების თაობაზე, ეს უკვე სოციალური საკითხია, რომელიც ახალი სიმძლავრით ამოხეთქავს და მთავრობის უსუსური მცდელობები, თითქოს საქართველოში ხალხის ცხოვრება დღითიდღე უმჯობესდება, ეკონომიკა იზრდება და ცხოვრება საამური ხდება, ადამიანების უფრო დიდაღშფოთებას, გაბრაზებას გამოიწვევს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved