სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    23.07.2018

     სმიტების ოჯახის დახოცვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

    დასკვნა სკანდალურია და წერია, რომ 4 წლის კალებ სმიტს თოფი მიბჯენით აქვს ნასროლი, თავის ქალა ფრაგმენტირებული იყო.

    ექსპერტებს თავის ქალის ფრაგმენტების შესწავლა მოუწიათ. დასკვნაში წერია, რომ ბავშვის გენეტიკური მასალა სანადირო თოფზე იქნა აღმოჩენილი.

    ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.

    "მთელ კვირას" სანდო წყარომ გამოძიების დამატებით დეტალებზე უამბო:

    "დადგენილია, რომ კობაურმა თავდაპირველად რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქეილები - თოფის მიბჯენით, ტყვიამ ბავშვს თავის ქალა ახადა. ამის შემდეგ კობაური ქალს გაეკიდა. ქალმა, ცხადია, ხეობაში გზები და ბილიკები არ იცოდა და გაქცევისას რაღაც კლდეს მიადგა, ვეღარსად წავიდა. ჩიხში მოექცეულს კობაური დაეწია და ჯერ გააუპატიურა და მერე, როგორც იკვეთება, წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო. დადგენილია, რომ ქალბატონი ასფიქსიითაა გარდაცვლილი.

    კობაურმა ახალგარდაცვლილ, შიშველ ქალს თავისი მობილურით ფოტოები გადაუღო. როდესაც მაშველებმა ჩანჩქერში ქალის გვამი იპოვეს, მასზე ძალადობის ნიშნები ვიზუალურად ვერ ნახეს (ცხედარი ცივ წყალში იყო და არ ეტყობოდა).

    კობაურმა სმიტების ფოტოაპარატის გადაგდება ვერ მოიფიქრა და ის ბავშვთან ერთად, თოვლის ზვავის ქვეშ არსებულ ქვაბულში ჰქონდა დამალული. სმიტების ფოტოაპარატში მათ მიერ გადაღებული ფოტო ნახეს, რომელზეც აღბეჭდილია თოფით მომავალი კობაური. გამოძიება ამჟამად მუშაობს იმაზე, დაადგინოს, მკვლელს ვინმე ხომ არ ეხმარებოდა..."

     ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა დახოცა.

    სმიტების ოჯახი შეერთებულ შტატებში უკვე გადაასვენეს, ოჯახის წევრები საქართველოში არ ჩამოსულან.

    ადვოკატმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა:

    "საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება!

    ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.

    ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

    წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემ გარეშე!

    აყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე - კრიტიკული ოპონირებისათვის.

    მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიისა და სიმართლის ერთგული!

    სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!" - განაცხადა ადვოკატმა.

    7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი - 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი დახოცვის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved