სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    29.07.2018

     პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება-არაშენებაზე გარკვეული ადამიანები პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ და ამ თემაზე ხმაურიანი განცხადებების გაკეთებით სურთ პოლიტიკაში მოსვლა.

    ასე გამოეხმაურა იგი „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავჯდომაის ნაკაიძის განცხადებას, რომელმაც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა პოსტი აჭარის მთავრობის თავჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ ჯამეს მშენებლობაზე ნათქვამის  საპასუხოდ: 

    „ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს „ერთი ადგილი“ აქვს შეუშალოს ხელი. არავინ არ გეკითხებათ თქვენ რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი“, - წერს ნაკაიძე.

    „ტარიელ ნაკაიძეს მეჩეთის მშენებლობით პოლიტიკაში უნდა შემოსვლა. ვთვლი, რომ მეჩეთის მშენებლობა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა საკულტო ნაგებობის, პოლიტიკას არ უნდა უკავშირდებოდეს. ასე რომ, ძალიან რომ ეხვეწება ხელისუფლებას - მომეცი მიწა მეჩეთის ასაშენებლადო, ნიშნავს იმას, რომ  ყველაფერი გადააქვს პოლიტიკურ ჭრილში.

    „მე მხოლოდ „პოლიტიკური მეჩეთის“ მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანს პოლიტიკური მოტივი აქვს და თვლის, რომ რახან მას შეეწინააღმდეგნენ, სწორედ ამიტომ უნდა ააშენოს მეჩეთი, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გზაა და არაკეთილი დამოკიდებულებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამბობს დუმბაძე.

    მანვე  აღნიშნა, რომ ის არგუმენტი, რომლითაც ნაკაიძე ამართლებს მეჩეთების მშენებლობას, თითქოსდა მრევლი ვერ ეტეოდეს მეჩეთში, უსუსურია, რადგან ამ შემთხვევაში საჭირო იქნება არა ერთი და ორი, არამედ გაცილებით მეტის აშენება:

    „ვერანაირად ვერ აშენდება ისეთი მეჩეთი, რომელშიც 60 ათასი მუსლმი დაეტევა, ეს არის ყალბი ილუზია. ამ შემთხვევაში  სულ მცირე 120 მეჩეთი უნდა აშენდეს ბათუმში იმიტომ, რომ 500 ადამიანზე მეტი ერთ მეჩეთში ვერ დაეტევა, ფიზიკურად იქნება  შეუძლებელი“, - განუცხადა დუმბაძემ „რეზონანსს“.

    მისივე თქმით, თავის მართლება იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმეს აღმსარებლობის თავისუფლება ირღვევა, აბსურდულია და ამას რეალურად არავითარი კავშირი არ აქვს მეჩეთის მშენებლობასთან:

    „მეჩეთი, ისევე როგორც ეკლესია, არის საინჟინრო ნაგებობა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღმსარებლობის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. არის ბათუმში მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს და არავითარი პრობლემას არ ქმნის“, - თქვა დუმბაძემ.

    იგი ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან გამართულ საუბარსაც იხსენებს, რომელიც მაშინ შედგა, როდესაც მმართველი პარტიის ახლანდელ თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

    „2013 წლის თებერვალში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, მან პირველი გასვლითი ვიზიტი გააკეთა თურქეთში. უკან რომ დაბრუნდა, მითხრა - ერდოღანმა დამავალდებულა, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა ავაშენო. აქედან დასკვნა - რელიგიური ფაქტორი პოლიტიკაში გადადის და მე არ მინდა, რომ პოლიტიკის შედეგი იყოს რაიმე საკულტო ნაგებებოს მშენებლობა“, - განაცხადა დუმბაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved