სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    14.09.2018

     ვინ და რატომ მოკლა 6 ივლისს გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 18 წლის თორნიკე მერებაშვილი, ამის გარკვევას მისი ოჯახის წევრები მთავარი მაგსიტრალის გადაკეტვით ცდილობდნენ. პარასკევს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადგილზე პოლიციამ დახმარებისთვის სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახა.

    თუმცა გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამამ თანსოფლელებს მოუწოდა, რომ გზა გაეხსნათ და აქცია გორის მერიასთან გაემართათ. გორის ავტობანზე ვითარება განიმუხტა. სოფელ ხელთბუნის მცხოვრებლებმა გორის ავტობანი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნეს და აქცია გორის მერიის შენობასთან გააგრძელეს.

    ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და სამართალდამცავები მკვლელს ხელს აფარებენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის თქმით, საქმე აღძრულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე, თუმცა, იცის, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზის მიხედვით სხეულზე ავტოავარიის ნიშნები არ აქვს და მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    მერაბ მერებაშვილი „რეზონანსთან" ყვება, რომ მისი 18 წლის შვილი სოფელში თანატოლებს შორის გარჩევას ემსხვერპლა. დაჭრილმა ახალგაზრდამ სახლში წამოსვლა თავად სცადა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. დაჭრილმა თორნიკე მერებაშვილმა ღამე ბიძაშვილს დაურეკა და დახმარება სთხოვა, უთხრა, რომ დაჭრილი იყო და შველა სჭირდებოდა. მანვე ღამის საათებში სასწრააფო დახმარება თავად გამოძახა და განაცხადა, რომ დაჭრილი იყო.

    მერაბ მერებაშვილი მოითხოვს, რომ გორში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურის ხელმძღვანელები. "ზაზა სარალიძე მონაგონი იქნება" - განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

    „მე რა ინფორმაციაც მაქვს და რასაც მიყვებიან, ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ჩემს შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

    "გარდაცვალების მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, ავტოკატასტროფა გახდა, თუმცა გარდაცვლილს არანაირი ავარიის ნიშნები არ ჰქონდა სხეულზე. არც ავტომობილი უნახავს ბუნებაში ვინმეს. თავად დარეკა სასწრაფოში, განაცხადა, რომ დაჭრილი იყო და შველას ითხოვდა. სისხლისგან არის დაცლილი. ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    "მომხდარიდან რამდენიმე საათში ბავშვს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავუტარეთ. სპეციალისტმა დაასკვნა, რომ მერებაშვილს მანქანის დაჯახების არანაირი კვალი არ ჰქონდა. პოლიციას სრულ უნდობლობას ვუცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფაქტებს აყალბებს", - აცხადებს მერებაშვილი „რეზონანსთან".

    მისივე ინფორმაციით, ყველაფერ ამას წინ უძღოდა კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის ერთ ოჯახში გამართულ წვეულებაზე. როგორც ამ ოჯახის უფროსმა გარდაცვლილის მამას უთხრა, ვახშამზე მისული მერებაშვილი გარდაცვლილი შეყვარებულის სადღეგრძელოს ამბობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა მას არ მოუსმინეს და კონფლიქტიც ამას მოჰყვა. ჩხუბი კი, მისი აზრით, სახლის გარეთაც გაგრძელდა, როცა მისი შვილი ცივი იარაღით დაჭრეს.

    თორნიკე მერებაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც ჩაუტარდა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ დადებულა. სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც მიყენებული ჭრილობების წარმომავლობა უნდა დაადგინოს.

    ვიდრე ბურუსით მოცული გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდება, მერებაშვილები ითხოვენ, რომ საქმის გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს.

    შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლს კი ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved