სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.10.2018

     საქართველოს სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანისა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ინსცენირებულია და მისი ჩაწერა ოქუაშვილის ოფისში ხდებოდა, სადაც მას ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა. მათი ჩაწერა რამდენიმე დუბლად მოხდა, რადგან ოქუაშვილი ჩანაწერებს "იწუნებდა", - აღნიშნულია ლევან ყიფიანის მიერ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ ვებგვერდზე განათავსა.

    "ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

    "მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა, წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია.

    "ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა, თუმცა როგორი სახის და რა ფირმის, მე არ ვიცი, ხოლო შემდეგ ზაზა ახდენდა ჩვენ მიერ ჩაწერილი საუბრების გადატანას კომპიუტერში, სადაც ვუსმენდით ჩანაწერებს და თუკი საუბარი ზაზას არ მოეწონებოდა, ვახდენდით განმეორებით ჩაწერას და როგორც აღვნიშნე, იყო შემთხვევა, რომ რამდენიმე დუბლიც კი ჩავწერეთ", - აღნიშნავს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

    "ომეგა ჯგუფის" დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ყიფიანი სატელეფონო და პირად კომუნიკაციას ოთარ ფარცხალაძესთან უარყოფს.

    "არც ერთ დასახელებულ საკითხზე რამე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და, შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა", - ნათქვამია ჩვენებაში.

    კითხვაზე - მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სხვა პირებიც მონაწილეობენ სხვადასხვა საკითხზე საუბარში. ისინი ინფორმირებული არიან თუ არა ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმებაზე საუბრების ინსცენირებასთან დაკავშირებით და ისინიც თუ მონაწილეობენ მასში, ლევან ყიფიანი პასუხობს:

    "მე უშუალოდ ზაზას და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს - დათო თოლორდავას, ირაკლი ჩუბინიშვილს, ალექსი ანდრიაძეს შორის მოლაპარაკებას არ შევსწრებივარ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზამ რამდენიმეჯერ მასაუბრა დათო თოლორდავასთან და მალაპარაკა წინასწარ დამუშავებული და ინსცენირებული ტექსტებით, ვფიქრობ, რომ ისინიც საქმის კურსში უნდა იყვნენ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გია   (13.10.2018)
    ეს ყიფიანი ყოფილა ქუჩის მეძავე ქალის ნიფხვის ტოლი არსება...

    სიმართლე   (11.10.2018)
    რა მნიშვნელობა ააქვს სად ხდებოდა ჩაწერა?მეორეც,გამოდის რომ ჩანაწერი ავთენტურია და სამხარეულის ექსპერტობას დაესვა კორუმპირებულობის დიდი წერტილი!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved