სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.10.2018

     მოახლოებულ არჩევნებზე და "ოცნების" იმიჯზე რამდენად იმოქმედებს კომპრომატების ომი, რომელიც "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება და შეასრულებს თუ არა დანაპირებს ბიძინა ივანივშილი, რომელიც საზოგადოებას დაპირდა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას გააცნობდა?

    პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიციას არჩევნების ბოლო დღეს აუცილებლად დაფიქსირებს, რათა მისმა განცხადებამ ამომრჩეველზე იმუშაოს.

    "საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ხდება არჩევნამდე 14 დღით ადრე და უკვე სახეზეა რა განწყობით მიდის ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, კომპრომატების ომი არჩევნებს უკავშირდება, რადგან ამომრჩევლის თვალში ეს თემა გაცილებით საინტერსოა. ანუ ეს არის არჩევნებისთვის გამიზნული პიარი, რომელსაც კარგად იყენებენ.

    "ალბათ ივანივშილი აკვირდება მოვლენებს, ოქუაშვილმა თავად თქვა, რომ ასეთი ბევრი მასალა აქვს, დაელოდება ყველა ჩანაწერის გამოქვეყნებას და მერე დააფიქსირებს თავის პოზიციას, სავარაუდოდ, არჩევნების მიწურულს 26 ან 27 ოქტომბერს, რათა მისმა განცხდებამ იმუშაოს. იქნება თუ არა კრიტიკული ბიძინა ივანიშვილი გუნდის მიმართ, ვერ გეტყვით, უფრო არა, რადგან საარჩევნო რეჟიმში განცხადებამ უნდა იმუშაოს და არა ქმედებამ, თუმცა არ გამორიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვას, რომ პროლემებს, რაც დღეს დგას, სერიოზულად მოვკიდებთ ხელსო. არც ის გამიკვირდება, რომ არჩევნების შემდეგ გუნდის გადახალისების საკითხი დადგეს" - განაცხადა "რეზონანსთნ" ვახტანგ ძაბირაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved