სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.10.2018

     2017 წლის 24 ივნისს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა. მკვლელობა თბილისში, ღამით, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში, სტადიონზე მოხდა, სადაც 27 წლის გიორგი ფირცხელიანს ესროლეს, დამნაშავე კი ამ დრომდე იძებნებოდა. ფირცხელიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ფირცხელიანს ჭრილობა ყელისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

    მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დამამძიებელ გარმოებაში ჩადანილ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს, 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    „პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს", - აცხადებს შსს.

    სისხლის სამართლის საქმეზე იგივე დანაშაულისთვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 1997 წელს დაბადებული პირია, რომელსაც შესაძლოა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

    „ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    „ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის - გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

    „გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის - გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღო.

    „სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    იმ დროს თვითმხილველები მომხდარი ფაქტის შესახებ ჰყვებოდნენ, - ფირცხელიანს ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით შეიარაღებული მამაკაცი მისდევდა, რომელმაც სწორედ დევნის მომენტში ესროლა ორი ტყვია. დაჭრილი მამაკაცი განწირული ხმით ყვიროდა და ეს უკანასკნელი სტადიონზე შევარდა, რა დროსაც მას დაახლოებით ხუთი ტყვია მიჯრით დაახალეს, - აღნიშნულთან დაკავშირებით „ნიუპოსტი" იუწყება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved