სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    05.12.2018

     „რა გვაერთიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს? ეს არის მოთხოვნა, რომ აუცილებელია მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. დროებით გადავდოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და დავტოვოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა გააერთიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს," - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

    მისი თქმით, ოპოზიციური ძალები ერთ მოთხოვნაზე უნდა შეჯერდნენ - ეს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

    „თუ ამ მექანიზმზე შევთანმხდებით, სრულიად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. შედეგად, პოლიტიკური პროცესი არ შევა ჩიხში, არ გახდება აუცილებელი რევოლუციური სცენარის განვითარება, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისათვის და ოპოზიციაც არ წავა დათმობაზე," - აღნიშნა მან.

    შავგულიძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და არჩევნების პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ არჩევნები „ძალიან ცუდად ჩატარებული იყო." რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ამ მოსაზრებას „თავისუფალი დემოკრატები" არ იზიარებენ.

    „ხელისუფლების მხრიდან ეს ძალიან ცუდად ჩატარებული არჩევნები იყო, გამარჯვება მთელი რიგი ალეგიტიმური მეთოდების გამოყენებით იქნა მიღწეული. ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიულობის თვალსაზრისით და ასეთი ნეგატიური შეფასებებიც დაიმსახურა, როგორც საჩივრების ორგანიზაციების მხრიდან, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც.

    „ეს არჩევნები ასე თუ ისე, შემდგარ არჩევნებად არის აღიარებული საერთაშორისო თვალსაზრისით, რასაც მოყვა უკვე მეორე ტურში მონაწილე ოპოზიციური ძალის მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პროპორციული წესით ამ არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს მოთხოვნა გაიზიარა რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამაც. ეს მოთხოვნა არ არის პოზიტიური. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების ინტერესებს არ შეესაბამება საკითხის ასე დაყენება," - აცხადებს ის.

    მისივე თქმით, შესაძლოა მესამე პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით ამ შესაძლებლობის ხელიდან გავუშვებთ.

    „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არ მიგვაჩნია სასარგებლოდ ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი ის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით ამომრჩეველს კვლავ მოუწევს არსებულ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, არჩევანის გაკეთება. არ იქნება საკმარისი დრო, შესაძლებელი გახდეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება, რის მოთხოვნასაც საზოგადოების მხრიდან აშკარად ვხედავთ.

    „ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა შესაძლოა თავად ხელისუფლებამ გამოიყენოს და მაშინ, როდესაც ორივე მოთხოვნა ერთდროულად იქნება დაყენებული, პროპორციულ წესზე გადასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამ ორიდან ერთ-ერთს დათანმხდება, ისარგებლოს იმით, რომ შეიძინოს ახალი ლეგიტიმაცია, ჩაატაროს ისეთივე ცუდი არჩევნები, როგორიც საპრეზიდეტო არჩევნები ჩაატარა და ასეთი მეთოდით, ძალადობით, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით ყოფნა," - განაცხადა განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (06.12.2018)
    პიროვნულად პატივს გცემთ ბ-ო შალვა, მაგრამ მიკვირს თქვენი გამოსვლების პათოსი. გაერთიანებული ოპოზიცია მაგას პირველ დღიდანვე გაიძახოდა, და თქვენ რა გინდათ ვერ გამირკვევია. ასევე ძალიან მიკვირს მემარჯვენე კაციტაძის, სად იყო ეს კაცი ბოლო წლებში გადამალული, ეხლა ჩირგვებიდან გამოძვრა და პრესკონფერენციებს მართავს, მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიცია ქუჩაში არ უნდა გამოვიდესო და თან რა გამწარებით საუბრობს, ფულმა თავისი საქმე შეასრულა. ეს სულგაყიდული კაცი მხოლოდ ზიზღს იმსახურებს!111


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved