სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    06.12.2018

     „ყველაფერს ზომიერება გააჩნია. მთლად ასეთი ლაპარაკი, თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია. სად თამარ მეფე და სად სალომე ზურაბიშვილი?! ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა თავისი ყველანაირი თვისებებით. თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი შესაბამისობაში არ მოდის," - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

    სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალის დეტალებზე ჟურნალისტებს მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ესაუბრა.

    „საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ," - განაცხადა ფოცხიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    გივი სიხარულიძისთვის ეს სრულიად მიუღებელია.

    „ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა - ან ადამიანს გავაღმერთებთ და ცაში ავიყვანთ, ან მიწაში ჩავდებთ და გავანადგურებთ. ასეთი ლაპარაკი, მხატვარი ხატავს ახლა თამარ მეფესავით... ეს მგონი შეურაცხყოფა უფროა ამ ქალის მიმართ.

    „მის გაპრეზიდენტებას მივესალმები, ღმერთმა ხელი მოუმართოს, საქართველოს ბედნიერება მოუტანოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია თამარ მეფესა და ზურაბიშვილს შორის პარალელის გავლება," - აღნიშნა სიხარულიძემ.

    ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (07.12.2018)
    თამარ მეფე ერთადერთი განუმეორებელი ქალია მსოფლიოში. თამარს კარტოფილი და ხახვი არ დაჭირვებია ისე უყვარდა ხალხს და თაყვანს სცემდნენ. მაგრამ ერთუჯრედიან ივანიშვილს საიდან ამდენი განათლება??? ენა უნდა ამოაძრო იმას ვინც ბოსტნეულით არჩეულ ბებრუხანს შეადარებს თამარს. ქალმა ქართულიც კი არ იცის.... გივი კაცი ხარ კაცური გენაცვალე ჯიგარში.

    ღადაობს ბატონი ბიძინი   (07.12.2018)
    ჟუჟუნა წვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა, დანამა, დანამა, დანამა, დიდი მინდორი დანამაა, ვინც ჩემზე ცუდი რამე თქვას...

    გალელი   (06.12.2018)
    ეს ტექსტი ქ-ნ სალომეს არ ეხება

    ლი   (06.12.2018)
    შეშლილი, შეშლილი სამყარო. ქართველები პირველ რიგში!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved