სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.01.2019

     "ჯერ- ჯერობით "ოცნებას" დაშლა არ ემუქრება, შემდგომი განვითარების ტენდენციები კი საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.

    "მოსამართლეების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება მკვეთრად პოზიციები, მანამდე კი "ოცნება" ერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, რომ ბესელიამ გუნდურობა დაარღვია, ასე არ ვფიქრობ. როდესაც საკითხი ეხება სასამართლო სისტემას პოზიციები, რა თქმა უნდა განხვავებული იქნებოდა. ეკა ბესელია საკმაოდ გალენიანი პოლიტიკოსია და მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. არა მგონია, რომ ამის გამო მის მიმართ რაიმე სადასმჯელო სანქციები უნდა გატარდეს. ალბათ არც თავად დატოვებს უმარვლესობას. შეიძლება სულაც დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაახლოებაზეც შეთანხმდნენ, ასე რომ წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის.

    რამდენად გამოიყენებს ოპოზიცია მმართველი გუნდში მიმდინარე მოვლენებს სათავისოდ, როცა ოპოზიცია დღეს თავად არის კრიზისში? "ნაციონალურ მოძრაობაში" უფრო მეტადაა დაპირისპირება, ვიდრე "ოცნებაში" და შეიძლება საერთოდაც გაქრეს პოლიტიკურ არენიდან, "ევროპული საქართველო" კი საერთოდ არ აქტიურობს. ამ ფონზე "ოცნებას" აქვს შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უფრო ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    medea   (11.01.2019)
    ჩემი აზრით, იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა უნდა შეცვალონ და კარგი მოსამართლეები აარჩევიონ უმაღლეს სასამართლოში მუდმივ მოსამართლეებად, ამით, ბოლოსდაბოლოს- საშვილიშვილოდ დაისადგურებს სამართალი საქართველოში. ხოლო, ოცნების დაშლა თუ მოხდება 2 ჯგუფად --ძალიანაც კარგი იქნება ეს! ახლა ყოველი არჩევნების დროს-- ვამბობთ: ვინ ავირჩიოთ, თუარ ოცნება? ნაცები? შალიკო?. ბურჯანაძე-რომელიც გვყავდა ხელისუფლებაში და შედეგი ვერ დადო?! ამით, ოცნების მომხრეებს არჩევანის შესაძლებლობა გაგვიფართოვდება: ან ახლები, ან ძველები --ცოტა მაინც, ჩაწყნარდება სიტუაცია, გაქრებიან ერთკაციანი პარტიები, 2 მძლავრი ჯგუფი ---არაბოროტი წარსულით--შეეჯიბრებიან ერთმანეთს და აგვარჩევინებენ თავს. პატრიოტთა ალიანსს კი-- ჰყავს თავისი მყარი მხარდამჭერები.ნაცებსაც ჰყავს ერთგული ელექტორატი. ყოველშემთხვევაში, ერთი ოცნებიდან- 2 საღი შტო ამოიზრდება. მთავარია მტრობა არ ქონდეთ ერთმანეთში და იარაღით არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს!

    2019   (11.01.2019)
    მაისაია გენიოსაა, რომლის შორსმჭვრეტელობამ შეიძლება მხოლოდ მაისამდე გააღწიოს...განსაკუთრებით მოიკოჭლებს არითმეტიკაში, თორემ კი უნდა ხვდებოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს ყველაზე რეიტინგული პარტიაა, ვინაიდან მის ხმებში არ შედის სახელმწიფო რესურსები, გაყალბები და მოსყიდული ხმები...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved