სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.02.2019

     „სააკაშვილი ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნების ვადას ვერ დაუთქვამს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. შესაძლოა, მისი მომხრე ემიგრანტების ჯგუფი ყოფილი პრეზიდენტის მიერ დათქმულ დროს ქვეყანაში ჩამოვიდეს კიდეც, თუმცა, არ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც პერსპექტიული პროექტი იყოს. 50 ან 100 ემიგრანტის საქართველოში დაბრუნებამ არ მგონია მთავრობის შეცვლის კუთხით, სერიოზული ცვლილებები გამოწვიოს“, - აცხადებს განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიტოლოგი გია ნოდია.

    მისივე თქმით, ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნა ქვეყანაში გარკვეული სახის პროგრესს განაპირობებს, რადგანაც, ამგვარად მმართველი პარტია გაიაზრებს, რომ მოსახლეობას უფრო კონკრეტული შეთავაზებები უნდა გაუკეთოს.

    „ჩრდილოვანი კაბინეტი ნორმალური პრაქტიკაა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გაამართლებს, რადგანაც ამ გზით საზოგადოებას ოპოზიციის გეგმების შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნება. თუმცა, კონკრეტულად, არჩევნების შედეგზე რა გავლენა ექნება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა გია ნოდიამ, „რეზონანსთან“ საუბრისას.

    პოლიტილოგის თქმით, ალტერნატიული მთავრობა საქართველოში რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა, შესაძლოა, ოპოზიციამ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს და საზოგადოების წინაშე მხოლოდ ერთი ლიდერით კი არ წარსდგეს, არამედ მოსახლეობას კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შესთავაზოს. ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, პოლიტიკურ კულტურაზე გავლენა იქონიოს.

    „მე არ ვიცი სააკაშვილი ჩრდილოვანი მთავრობის შექმნას ვისი სახელით აპირებს. იგი ალბათ იმ კოალიციას გულისხმობს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაც“ შედის, თუმცა, შესაძლოა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც იგულისხმა“, - განაცხადა ნოდიამ.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved