სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    15.03.2019

     „ბატონ დავითს ძალიან დიდ პატივსცემ. ზოგადად, ის ფაქტი, რომ საზოგადო მოღვაწეები მათ პოზიციას ასე აფიქსირებენ, ეს ძალიან კარგია და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ეტაპზე ეს ადამიანების, ყოველთვის, საკმაოდ ჯანმრთელ პოზიციას იკავებდნენ," - პოეტი და პარლამენტის ყოფილი წევრი დავით მაღრაძე, რომელიც 2020 წლისთვის საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველოს" გააქტიურებას გეგმავს, „ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მარღაძესთან გაერთიანებას არ აპირებს, თუმცა მას მხარდაჭერას უცხადებს.

    „პოლიტიკური გეგმები, რაც არის ისაა, რომ თავად ყველა იმ ჯანმრთელი ძალის მხარდაჭერას აპირებს, ვინც რაღაცაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. აქედან გამომდინარე, ჯერ არც ძალაა, თუმცა ცხოვრებისეულ პრინციპებზე შეთანხმებული ვართ და ღირებულებითი განსხვავებები არ გაგვაჩნია. ამ, ნაწილში, აბსოლუტურად, ვეთანხმები ბატონ დავითს," - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

    მისი განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას" მისვლის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს. მისი თქმით, უნდა მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ორ ძირითად კომპონენტს დააკმაყოფილებს;

    „ვერ ვხედავ „ქართული ოცნების" პერსპექტივას, რომ მან შეძლოს 2020 წლამდე მისვლა. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. არ ვიცი რატომ უნდა იყოს ეს პარლამენტი 2020 წლამდე, რა დამსახურება აქვთ, ან რას აპირებენ და როგორ 2020 წლამდე მისვლას?

    „ქვეყანას მართვა სჭირდება და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა არ იმართება. ვცხოვრობთ რაღაც გაუგებარ წარმონაქმნში. პარლამენტი და მთავრობა ჩვენ არ გვყავს. ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებული ჯგუფებს ვხედავთ, ვინც „ქართულ ოცნებაში" ძალაუფლებისთვის იბრძვის. სხვა ჩვენ არაფერი გვაქვს. ეს არ არის ქვეყნის მართვა და ქვეყნის შენება. ამიტომ, ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ „ქართული ოცნება" 2020 წლამდე დარჩეს.

    „2019 წლის შემდოგომაზე უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ვისაც ხალხის მეტი მხარდაჭერა ექნება და სურვილი ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღების, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შანსი ექნებათ. სურვილი და მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვისაც ეს ორი კომპონენტი ექნება ხელისუფლებაში. ასე ცხოვრება, როგორც დღეს არის, არ შეიძლება. ეს პარლამენტი, ეს დეპუტატები და თუნდაც ეს მინისტრები არ იმსახურებენ იმას, რომ 2020 წლამდე სავარძლებში ისხდნენ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

    ცნობისათვის, პოეტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" 2020 წლისთვის გააქტიურებას აანონსებს, თუმცა, როგორც თავათ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტია.

    „არავითარი პოლიტიკური პარტიის და სტრუქტურის ჩამოყალიბებას არ ვაპირებ, ეს სიცრუეა. მე დღესაც ვარ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე და ამ საზოგადოებრივი მოძრაობის გაცოცხლებას ვაპირებ. მქონდა კონსულტაციები ჩემს თანამოაზრეებთან, თანამებრძოლებთან, მეგობრებთან და ჩვენ ამ საკითხში ვერთიანდებით, რომ მოძრაობა უნდა გაცოცხლდეს, რადგან ვგრძნობთ ამის საჭიროებას.

    „კონსულტაციები მქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წავიდნენ აქტიურ პოლიტიკაში, თუმცა, ვართ საზოგადოებაში და ამის პრეცედენტი ნახა საზოგადოებამ, რომ შეგვიძლია დავდგეთ აქტიური პოლიტიკის გარეთ და ახლაც ასე მოხდება. ჩვენ ვეცდებით შევქმნათ პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რათა ეს იყოს ერთგვარი ესტაფეტა დევიზით „დაიცავი საქართველო," - განაცხადა დავით მაღრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved