სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    14.04.2019

     1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თამბაქოს პროდუქტს სანამ სარეალიზაციოდ გაიტანს თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, სამი თვით ადრე  ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს თამბაქოს ნაწარმზე ყველა ინფორმაცია, ნაწარმის შემადგენლობაზე და მის ქიმიურ დანამატზე. ეს ცვლილება ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სიგარეტს, არამედ ელექტროსიგარეტსა და თუთუნსაც.

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ახალი რეგულაცია არანაირ კავშირში არ არის შესახვევი თამბაქოს ფასთან და შესაბამისად, მაისიდან ასამოქმედებელი ახალი წესი არც შესახვევითამბაქოს გაძვირებას გამოიწვევს და არც მის დეფიციტს ბაზარზე.

    ზოიძე განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, თამბაქოს პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტის რეალიზაციამდე სამი თვით ადრე წარუდგინოს ნაწარმის შემადგენლობაზე ინფორმაცია.  

    „კომპანიების მიმართ არის ეს მოთხოვნა, რომ მათ წარადგინონ კონკრეტული დროით ადრე, რა შემოაქვთ ბაზარზე და ქვეყანაში. ეს არის თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის მიერ მისივე ნაწარმის შემადგენლობაზე ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროში. ეს  ვალდებულებაა და ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენცია გვავალდებულებს.  შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომაც უნდა იცოდეს, რა ინგრედიენტებისგან შედგება პროდუქტები და კონკრეტულად არის მასში შესული“, - აცხადებს ზოიძე .

    მისივე თქმით, თუთუნზე და შესახვევ სიგარეტზე რაიმე ახალი რეგულაცია და ფასის ზრდა არ იქნება.

    „ჩემი მხრიდან თუთუნზე და შესახვევ სიგარეტზე არანაირი რეგულაციის ინიციატივა არ არსებობს“, - აცხადებს ზოიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved