სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.04.2019

     საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, სოციალისტთა ლიდერი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შაბათს ფილარმონიაში მოძღაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებასთან დაკავშირებით შეფასებებს ვერ გააკეთებს.

    „მე სხვა პარტიის თავმჯდომარე ვარ და სხვა პარტიის შეფასება ჩემი საქმე არაა“, - განუცხადა ჟორჟოლიანმა „რეზონანსს“

    შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ მან ზემოაღნიშნულ მოძრაობასთან ითანამშრომლოს, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ამის შანსი მხოლოდ მაშინ იარსებებს, თუ „დაიცავი საქართველოსა“ და მისი პარტიის ინტერესები და გეგმები ერთმანეთს დაემთხვევა.

    „ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც თანამოაზრეებს ქუჩაში დაეძებენ, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეხედულებები და პოზიცია, რომელიც მხოლოდ ერთ საკითხზე არ დაიყვანება და არის ძალიან მკაფიო. ამ პრინციპების შესაბამისად, ვითანამშრომელბთ მხოლოდ მასთან, ვინც ჩვენს ხედვას გაიზიარებს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved