სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.04.2019

     სასულიერო პირთა ნაწილისა და მრევლის მოთხოვნას, რომ ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი მონასტერში დაბრუნდეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე პასუხობს: 

    „ჩვენი უწყება, ცხადია, განხილვების პროცესში ჩაერთვება, რომელიც წარმოაჩენს სახელმწიფოს პოზიციას და ეს არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ამ პროცესში ჩართული იქნება კულტურის სამინისტრო, როგორც ოფიციალური სახელმწიფო უწყება, ამავდროულად, ეროვნული მუზეუმის დირექტორატი და აუცილებლად, თვალსაჩინო სამეცნიერო წარმომადგენლობა, რომელიც ასევე პროფესიულ დასკვნას შეიმუშავებს, რაც საბოლოოდ, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.“

    ბექა ბარამიძის თქმით, ამ საკითხზე, ჯერჯერობით მეტის თქმა არ შეიძლება, რადგანაც ეს საკმაოდ მგრძნობიარე თემაა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ გადაეცა ხატი ეკლესიას, როდესაც სასულიერო პირები წლების განმავლობაში, ითხოვდნენ ამას, ბექა ბარამიძემ განაცხადა, რომ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა, მისი თქმით, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს მოთხოვნის შესახებ აქამდეც სმენიათ, თუმცა, მოთხოვნამ ოფიციალური, პეტიციის ფორმა დღეს პირველად მიიღო.

    „რაკი ეს ყველაფერი საჯაროდ გამოვლინდა, ცხადია, სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, რომ ამ თემაზე კვალიფიციურად იმსჯელოს. ამ საკითხის იგნორირება შეუძლებელია“, - განაცხადა ბარამიძემ.ბექა ბარამიძის თქმით, სასულიერო პირებისა და მრევლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპეტენტური პირები შეჯერებულ პოზიციამდე უნდა მივიდნენ, ასევე, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved