სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.05.2019

     "შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ხელისუფლების დამარცხება იქნება საზოგაოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება "ქართული ოცნების" დაღმასვლა" - აცხდებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშივლი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვთიარებაზე ესაუბრა.

    "რ": ექსპერტთ აგარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შუალედური არჩევნები დიდწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

    პ.ზ: შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, მაგრამ თუ ხელისუთლება ამ არჩევნებში დამარცხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება "ქართული ოცნების" დაღმასვლა, რომელსაც თავად უწყობს ხელს და თავად ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას. ამის მაგალითები მრავალია, თუნდაც სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება, სადაც "ოცნებამ" მოახერხა და დატოვა ჩინჩალაძეების და მურუსიძეების კლანი, რაც ჩემითვისაც ცივი შხაპი იყო. ამიტომ, "ოცნებას" აღარ აქვს მორალური უფლება თქვას, "ნაციონალები" დაბრუნდებიანო, რადგან თვითონ დააბრუნა.

    ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ სანდრას გამარჯვება ზუგდიდში სააკაშვილის პოლიტიკაში ავტომატურ დაბრუნებას ნიშნავს. სააკაშვილი უკვე დამარცხებულია და მისი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს ურევს.

    "რ": ზუგდიში განთვითარებულ ბოლო მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

    პ.ზ: ზუგდიდის მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია და თავისი ისტერიკით უფრო აძლირებს ოპოზიციას. არ გამიკვირდება, თავად ხელისუფლების მიერ იყოს პროვოცირებული, რომ შემდეგ ყველა დაარწმუნოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებობაში, მოწმენდილ ცაზე კი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ ოპოზიცია პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს და არც საზოგადეობამ არ უნდა დაუშვას ვადამდელი არჩევნები, რათა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ მშვიდად მივიდნენ 2020 წლის არჩევნებზე.

    "რ": ვადამდელ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება "ოცნებაში" დაწყებული განხლების პროცესი და ისც, რომ თითქოს ახალ პარტიულ სიებზეც დაიწყეს მუშაობა?

    პ.ზ: ახალ სიაზე ასე ადარე არ უნდა დაიწყონ მუშაობა, რადგან წინასწარ არ დათესონ პანიკა. ალბათ ამის შესახებ თითო-ოროლა კაცს თუ ეცოდინება. სიებზე ფიქრობს კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები, ივანიშვილიც შეიტანს კორექტირებას, მაგრამ არა მგონია, რომ საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მაშინ 2020 წლის არჩევნემდე 6-7 თვით ადრე დაიწყება ბრძოლა სიაში მოსახვედრად. მომავალ პარლამენტში "ოცნება" 40%-ის გაყვანას თუ მოახრეხებს, 60%-ი აღარ იქნება. მაგრამ შემდეგ შეეცდება, იქ პარლამენტში ან ოპოზიციის მოსყიდვას ან დაშლას და დისკრედიტაციას. დღეს "ოცნება" ქვეყანაზე აღარ ფიბრობს, მისი მთავარი ამოცნა არის თავი შეინარჩუნოს ხელისუფლებაში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×