სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    16.07.2019

     ბოტები და ტროლები, 21-ე საუკუნის ერთერთი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა რომელსაც ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ხოლმე, ორგანიზებული და მართული პოლიტიკური ტროლები, ტრადიციულად, წინასაარჩევნო კამპანიების დროს აქტიურდებიან. ასეთ დროს ქსელში ჩნდება ხოლმე პოლიტიკური ტროლების არმიები და კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე ან ორგანიზაციებზეტოვებენ დადებით ან უარყოფით კომენტარებს პოპულარულ სოციალურ ქსელებში.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ტროლებისა და ბოტების მნიშვნელობასა და ფუნქციებზე ესაუბრა

    „ტროლებისა და ბოტების ორნაირი სახე არსებობს, ერთია კიბერშეტევისათვის, რომელიც არის პროგრამული შეტევების უზრუნველსაყოფად, მისი მიზანია, შეფარული გარკვეული საინფორმაციო მოდელის-ფორმულის სახით მოხდეს შეღწევა და განადგურება მოწინააღმდეგის ინფორმაციების, ან მის პროგრამულ უზრუნველყოფაში მოხდეს აღრევა. მეორე დონე არის საინფორმაციო კამპანიისათვის და საინფორმაციო ომის წარმოებისათვის.

    „საინფორმაციო პროპაგანდისტული ტიპის ტროლები არის სამი დონის - ინდივიდუალური, სოციალური და სახელმწიფოებრივი. ტროლები იმიტომ არსებობენ, რომ გარკვეულწილად შექმნან ეფექტი, ბუნებრივია, ისინი აღწევენ ხოლმე მიზანს.

    „საინფორმაციო პროპაგანდისტულ ომი არის, როდესაც ახორციელებ პოლიტიკური მიზანმიმართული ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მთავარი იდეაა მოწინააღმდეგე მხარეს მიაყენო მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი.

    "მაგალითად, ამერიკაში რუსებმა განახორციელეს საინფორმაციო ტიპის თავდასხმა, ტროლი იყო, როდესაც „რაშა თუდეი" შევიდა, როგორც თავისუფლების მეხოტბე სატელევიზიო არხი, მაგრამ რეალურად ის მუშაობდა ამერიკის კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, მისი მიზანი იყო, ამერიკაში მოეხდინა პოლიტიკური სისტემიდან საინფორმაციო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და პოლიტიკური სისტემის გახლეჩვა.

    „იგივე, თუნდაც პროგრამული შეტევა, როდესაც მოხდა ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოძიება და შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცა მეორე პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს, სიტუაცია საინფორმაციო ომის ფორმატში გადავიდა და ამან გამოიწვია სერიოზული რყევები ამერიკის პოლიტიკურ არჩევნებზე.

    "მიულერის კომისიამ დაადასტურა, რომ აქ რუსული ხაკერებისა და რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული ჯგუფების მიზანმიმართული მუშაობა მიდიოდა, რომლებმაც მოახდინეს ამერიკის პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა, რამაც გამოიწვია არასასურველი შედეგები აშშ-სათვის.

    „იგივე რუსული პროპაგანდა საქართველოს მიმართ, მაგალითად პუტინის გამოსვლა და მის მიერ ჩვენი ისტორიის ამოყირავება, ესეც არის ტროლური ვარიანტი, როდესაც ფაქტიურად მის გამოსვლას რამდენიმე მილიონი ადამიანი უყურებს (ეს გათვლილი იყო გაცილებით დიდ სივრცეზე, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაა) ეუბნება ისეთ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს" - ამბობს ექსპერტი

    ექსპერტის თქმით, საქართველოს აქვს კიბერთავდაცვის სისტემა, რომლებიც კიბერ შეტევებს გაუწევს წინააღმდეგობას, თუმცა, საინფორმაციო დონის შეტევის გამკლავება შეუძლებელია.

    „საქართველოს აქვს შემუშავებული კიბერთავდაცვის ძალიან კარგი სისტემა, შემუშავებული აქვს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, ჩვენ საზოგადოებრივ და სახელმწიფო დონეზე გვყავს სტრუქტურები, რომლებიც კიბერშეტევებს გაუწევენ წინააღმდეგობას.

    "მაგრამ, სამწუხაროდ, საინფორმაციო დონეზე ჩვენ არ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საინფორმაციო ომს, რომელიც მოდის რუსეთიდან, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი საინფორმაციო ომის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლებიც იმუშავებენ ჩვენი მოწინააღმდეგების საპირისპიროდ, რომლებიც მოახდენენ სწორი ინფორმაციის გატანას.

    „არსებობს კიდევ საზოგადოებრივი საინფორმაციო ომის დონე, როდესაც, მაგალითად პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები და სხვა ორგანიზაციები სოცალურ ქსელებში ებრძვიან ერთმანეთს, სოციუმის დონეზე ცოტა სხვანაირი მიდგომებია საჭირო, აქ უნდა შემუშავდეს კანონი საინფორმაციო სივრცის შესახებ, უნდა შემუშავდეს სპეციალური კანონი სოციალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის სახით, რომელიც დაეკისრება გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც იყენებენ ტროლებს და ახორციელებენ მიზანმიმართულად ინფორმაციის დამახინჯებას, არასწორ და ცილისმწამებლურ ინფორმაციების გავრცელებას.

    „მე მაგალითად შევქმნიდი ციფრულ საინფორმაციო სახელმწიფო კომისას, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას გაწევდა მთლიანად სოციალურ ქსელებში და ამ ყველა ფაქტს დააფიქსირებდა, მოახდენდა რეაგირებას, ესაა ყველაზე კარგი ვარიანტი."-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×