სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “რუსეთს იქ არსებული საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით შეუძლია მოსწვდეს საქართველოს ბევრ სტრატეგიულ ობიექტს”
    ტატა შოშიაშვილი
    16.07.2019

      

    „ეს ყველაფერი შესაძლოა, არმაგედონამდეც მივიდეს. ეს საქართველოზეც იმოქმედებს. საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ორი რუსული სამხედრო-საოკუპაციო ბაზაა განთავსებული, ხოლო იქ არსებული საარტილერიო და სარაკეტო სისტებემი ისედაც საკმარისია, რომ მოსწვდეს საქართველოს ბევრ სტრატეგიულ ობიექტს, სამწუხაროდ, დედაქალაქსაც", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ვითარება, რომელიც მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მის გაუქმებას ეხება.

    ირაკლი ალადაშვილი განმარტავს, რომ მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებული შეთანხმების საბოლოოდ გაუქმება დიდ ზიანს მოუტანს მსოფლიოს, რადგან სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და, რა თქმა უნდა, საქართველოზეც მოახდენს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე:

    „რუსეთი კი აცხადებს, რომ არ არღევს პირობებს და პირიქით, უყენებს პრეტენზიას ამერიკელებს, რომლის თანახმადაც აშშ-მა განათავსა ანტისარაკეტო სისტემა რუმინეთში. თუმცა, ამერიკა აცხადებს, რომ მას მხოლოდ ანტისარაკეტო იარაღის განთავსება შეუძლია იქ. ცოტა ხანი დარჩა საიმისოდ, რომ რუსეთმა ეს პირობა შეასრულოს. მაგრამ ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმადაც ფედერაცია გამოდის ამ ხელშეკრულებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის კონტინენტზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. ახალი „ცივი ომი" ისედაც დაწყებულია და როდესაც მოხდება ამ ახალი სარაკეტო სისტემების განთავსება, კიდევ უფრო გაიზრდება საფრთხე.

    „გარკვეულ წილად, ეს საქართველოზეც იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ორი რუსული სამხედრო-საოკუპაციო ბაზაა განთავსებული, იქ არსებული საარტილერიო და სარაკეტო სისტებემი ისედაც საკმარისია, რომ მოსწვდეს საქართველოს ბევრ სტრატეგიულ ობიექტს, სამწუხაროდ, დედაქალაქსაც.

    "შესაძლებელია, ამ ახალ სისტემებს, რომელიც 500-5 000 კმ-ს მისწვდება, ჩვენთვის უკვე უმნშივნელო იყოს, რადგან ისედაც ვხვდებით რუსული საბრძოლო საშუალებები დაზიანების არეალში. თუმცა, ეს მაინც დაძაბავს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ეს ეხება ევროპას.

    „მაგალითად, კალინინგრადის ოლქში, რომელიც რუსეთის ანკლავს წარმოადგენს, იქ განთავსებული ჩვეულებრივი "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსები, რომელთა მოქმედების რადიუსი მაქსიმუმ 500 კმ-მდე იყო, ამ ხელშეკრულების აკრძალვის გამო, მხოლოდ გერმანიას მისწვდებოდა კალინინგრადიდან. თუ იქ განთავსდა ახალი რაკეტები 9M729, რომელთა მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, დაფარავს მთლიანად დასავლეთ ევროპას", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

    მისივე თქმით, ორივე ქვეყნის დაბრუნება ამ ხელშეკრულებაში და მათ მიერ პირობების შესრულების გაგრძელება ყველაზე კარგი ვარიანტი იქნეობდა, მაგრამ ასეთი ფაქტი ნაკლებადაა მოსალოდნელი:

    „ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ დღეს მსოფლიოში დაძაბული სიტუაციია, ეჭვი მეპარება ამის აღდგენაში, მაგრამ ძალიან სასურველი იქნებოდა, რადგანაც ახლა სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. აქ მასობრივ შეარაღებაზე, მილიტარიზაციაზეა საუბარი.

    „ეს რაკეტები, პირველ ყოვლისა, იმიტომაა საშიში, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია, მოწინააღმდეგეების ქალაქებს მიაყენონ სერიოზული დარტყმა, მაშინაც კი თუ ის არ იქნება აღჭურვილი ბირთვული ქობინით. თუ ბრითვულ ქობინზეა საუბარი, ეს ყველაფერი შესაძლოა, არმაგედონამდეც მივიდეს", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

    ირაკლი ალადაშვილმა ამ შეთანხმების ისტორიულ კონტექსტზე ისაუბრა და განმარტა ის ფაქტორები, თუ რამ განაპირობა ამ ხელშეკრულების დადების აუცილებლობა:

    „ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1987 წელს გაფორმდა და მას გორბაჩოვმა და რეიგანმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ძალაში 1988 წლის 1 ივნისიდან შევიდა. საუბარია მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირზე, რაც გასათვალისწინებელია. ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ სსრკ-სა და აშშ-ის შეიარაღებაში აღარ იქნებოდა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ფრენის სიშორე იყო 1 000-დან 5 500 კმ-მდე და ასევე, ის რაკეტები, რომლთა ფრენის სიშორე იყო 500-დან 1 000 კმ-მდე. ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ 500-დან 5 500 კმ-მდე მანძილზე მფრენის აკრძალვა.

    „მაგრამ აქ საუბარი იყო სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე ანუ რომელთა გაშვება ხდება ხმელეთიდან, ხოლო ის რაკეტები, რომელთაც ფრენის რადიუსი ჰქონდა, მაგრამ მათი გაშვება ხდებოდა საზღვაო ხომალდებიდან ან ბომბდამშენებიდან, მათზე ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა.

    „ამ ხელშეკრულებამ 30 წელი იმუშავა და დიდი როლი შეასრულე „ცივი ომის" დასრულებაში, რადგანაც ეს დიდი საფრთხის შემცველი იყო. პირველ ყოვლისა, ეს აწყობდა სსრკ-ს, რადგანაც დაძაბული სიტუაციის, „ცივი ომის" დროს, სსრკ-მა 1980-იანი წლების დასაწყისში იმ ვარშავის ხელშეკრულებით კონტროლირებად ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ რიგში, გერმანიაში განათავსა პიონერის ტიპის საშუალო სიშორის მობილური ბალისტიკური სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 5 000 კმ-ზე ვრცელდებოდა. სხვათა შორის, ამ პიონერების შემქმნელი და კონსტრუქტორი იყო ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე",-დასძინა ალადაშვილმა.

    ალადაშვილის თქმით, ხელშეკრულების გაფორმება ინიცირებული იყო იმით, რომ საბჭოთა კავშირი, აშშ-ისთან შედარებით, წამგებ პოზიციაში ხვდებოდა და დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში, აშშ-ის მიერ რაკეტების გამოყენებისას რეაგირებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა:

    „ამის საპასუხოდ, აშშ-მა დასავლეთ გერმანიაში განათავსეს პერშინგ-2-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები და ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტები. პრინციპში, წაგებულ სიტუაციაში მაინც კრემლი აღმოჩნდა, რადგან საბჭოთა რაკეტებს მხოლოდ შეეძლოთ, რომ მიწვდომოდნენ და დაეფარათ დასავლეთ ევროპა (ამერიკის კონტინენტს ვერ სწვდებოდა), სამაგიეროდ დასავლეთ გერმანიაში განთავსებული ამერიკულ რაკეტებს 12 წუთი სჭრიდებოდა საიმისოდ, რომ მოსკოვამდე მიეღწია. შესაბამისად, სსრკ-ის ხელმძღვანელობას ნაკლები დრო რჩებოდა რეაგირებისთვის.

    „ამ ხელშეკრულების თანახმად, ყველა ეს რაკეტა გაიტანეს ევროპიდან და გაანადგურეს. სსრკ-მა გამოიტანა ეს პიონერები და სხვა რაკეტები, ხოლო აშშ-მა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გადაიტანა თავისი შეიარაღება და ნაწილი კი გაანადგურა. სულ, სსრკ-მა 1846, ხოლო აშშ-მა 846 საკარაკეტო კომპლექსი გაანადგურა, რადგანაც სსრკ-ს მეტი ჰქონდა.

    „ბოლო პერიოდში, ამერიკის დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ რუსეთმა დაახლოებით 2010-2012 წლის შედეგ დაიწყო ახალი რაკეტის შემუშავება და შეიარაღებაში მიღება. მისი მოქმედების რადიუსი სცდებოდა 500 კმ-ს. მისი გაშვება შესაძლებელი იყო ისკანდერის ტიპის მობილური სარაკეტო კომპლექსიდან, სწორედ ისეთის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუისეთმა გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. ამჟამად, ამერიკელები პრეტენზიას უცხადებენ კრემლს, რომ მან შეწყვიტოს ამ ახალი, გასაიდუმლოებული რაკეტის წარმოება", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Saertod   (16.07.2019)
    Meti saqme ar aqvs amerikas axal israelad gagvxados. Jer vitom strategiuli partnioria da saqartvelos moqalaqeebistvis anerikashi shesvla ufro gzrtulebulia vidre rusebistvis.yvela gsmoyenebazea gadasuli, tu problemebi gvaqvs matgan mxolod sheshfoteba ismis!

    mzirali   (16.07.2019)
    იმისთვის რომ მინიმალიზირებული იქნეს რუსეთის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს საქართველოს არმიის შესაძლებლობები და რაც მთავარია ხელი უნდა მოეწეროს აშშ სამხედრო სტარტეგიულ ხელშეკრულებას როგოც აქვს ამერიკას კორეასტან, იაპონიასთან, ტაივანტან. საქართველო უნდა გახდეს აშშ და ევროპისთვის ახალი ისრაელი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×