სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    17.09.2019

     რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორიული წყლები აშშ-ის სამხედრო ხომალდებისათვის დაკეტა, დეზინფორმაცია აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ამერიკულ სადესანტო გემ „იუმაზე", რომელიც დღეს ფოთის პორტში უნდა შემოსულიყო. რუსული მედია ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ „იუმას" ამის უფლება არ მისცა.

    შსს-ში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ მათი მხრიდან რაიმე შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. „რეზონანსის" წყარო ფოთის პორტის ადმინისტრაციაში კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური შეფერხება და ამაში რაიმე ექსტრავაგანტული არაფერია.

    „ეს იყო დაგვიანება გარედან, სხვა ტერმინალებიდან. ვერ მოგვაწოდეს ტექნიკა. ძალიან ბევრი დეტალია. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესოპერაცია," - აღნიშნა ჩვენმა წყარომ.

    ოფიციალურად მედიისთვის ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

    ცნობისათვის, რუსული მედიის წერს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების გემი უკვე 10 საათზე მეტია ღია ზღვაშია გაჩერებული. მათი ცნობით, მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლაზე უარს ეუბნება.

    „იუმა" შავ ზღვაში ორი დღის წინ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები მიაცილებდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×