სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    01.12.2019

     ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს; იურისტ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება საქართველოს დატოვების შესახებ, შესაძლოა ემსახურებოდეს პროკურატურის პოზიციის გაგებას ან პიარსვლას, რომ პროკურატურა უფლებას არ აძლევს დატოვოს ქვეყანა.

    ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე" დაწერა, რომ პირველ დეკემბერს გადაცემა „მთავარ აქცენტებში" განცხადებას გააკეთებს ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ. 26 ნოემბერს გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა და ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან" მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. „ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და "ღირსშესანიშნავ" მომენტებს აფიქსირებდნენ," - დაწერა ნიკა გვარამიამ.

    საგამოძიებო უწყება გვარამიას პასუხობს და აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. მათივე მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების „პორშეთი" სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი, თუმცა, გვარამია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „პორშე" მისმა ცოლმა იყიდა განვადებით, მაგრამ ვერ გადაიხადეს, შესაბამისად დააბრუნეს და ჯარიმას იხდიან.

    „როდესაც პიროვნებაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მის მიერ ქვეყნის დატოვება-არდატოვების საკითხს პროკურატურა განსაზღვრავს. თუ პროკურატურისთვის არ არის მნიშვნელოვანი, გამოძიების პროცესში გვარამია საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის დატოვებაში ხელს არ შეუშლის, თუკი წინააღმდეგია, ის ვერ დატოვებს ქვეყანას. პროკურატურამ შესაძლო საზღვარზე, ბაზაში შეიტანა იმ პიროვნებების სიაში, რომლებსაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ, ან იძებნებიან. არსებობს ასეთი სია, „გაწითლებულია" მისი გვარი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მას საზღვარზე არ გადაუშვებენ," - განუცხადა „რეზონანსს" გელა ნიკოლეიშვილმა.

    „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადების საფუძვლად ნიკოლეიშვილი ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვას ასახელებს, გვარამიას სურდა გაეგო, ამ შემთხვევაში როგორი იყო პროკურატურის პოზიცია.

    „თუ განაცხადა, რომ შეიძლება დატოვოს ქვეყანა, სავარაუდოა პროკურატურის პოზიცია მოსინჯა, აპირებენ თუ არა მის შეჩერებას. პროკურატურის პასუხსაც არ დაუგვიანია და თავისი პოზიცია ამოთქვა. წასვლის შესახებ რომ ეთქვა, ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში მივდივარ, თანაც ბილეთი უკვე აღებული აქვს, ეს შესაძლოა ჩაგვეთვალა პიარკამპანიის ნაწილად. თუ ამბობს, რომ შეიძლება დატოვოს ქვეყანა, ამ შემთხვევაში შესაძლოა პროკურატურის პოზიციის დაფიქსირებას ელოდა. მან მიიღო ეს პოზიცია პროკურატურისგან და უკვე იცის, რომ პროკურატურა მის საზღვარზე გადაშვებას არ აპირებს," - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

    ცნობისათვის, „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 20 ივლისს აღიძრა. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, „რუსთავი 2"-მა 7 მილიონამდე ლარი იზარალა. მოგვიანებით, საქმეს დაემატა „Porsche Macan S-ის" ეპიზოდი, რომლის თანახმად, „რუსთავი 2"-ის ეთერში რეკლამის გაშვების სანაცვლოდ, გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი, რასაც თავად უარყოფს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    111#   (02.12.2019)
    Kidev ras moipikrebs es bozi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×