თამარ შუკვანი
28.03.2020

ქართველ ინფექციონისტთა შეფასებით, ცოვიდ-19-ით ინფიცირებული მოქალაქეებიდან სტაციონარულ მკურნალობას ყველა არ საჭიროებს. შესაბამისად, სტაციონარშიკორონავირუსის მქონე პაციენტების მხოლოდ ნაწილი მოხვდება, მეორე ნაწილი კი - კარანტინში. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რის მიხედვით აკეთებენ არჩევანს ქართველი ექიმები.

როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობა, რომ ვინც დაინფიცირდება, ყველა სტაციონარში ვერ მოთავსდება. ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ კი „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ სტაციონარში ის აციენტები უნდა მოთავსდნენ, ვისთანაც ვირუსი მძიმე ფორმებით ვლინდება, როგორიცაა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.

მაია ბუწაშვილის თქმით, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად შეძლოს, რომ საყოველთაო კარანტინი არ გახდეს აუცილებელი.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინფიცირებულს, რომელსაც კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, ინფექციის მატარებელია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მკაცრად უნდა იცავდნენ თვითიზოლაციის წესებს, რადგან ისინი „უფრო საშიშნი არიან."

„ინფიცირება არა დაავადებას, არამედ ორგანიზმში ვირუსის შეღწევას ნიშნავს. შეიძლება ასეთი ადამიანი საერთოდ არ დაავადდეს კრიტიკულად, თუმცა, ინფექციის მატარებელი იყოს. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს დაისინი უფრო საშიშნი არიან.

„ადამიანი რომ ახველებს და აცემინებს, იმასთან ახლოს არ მიხვალ. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც კლინიკური ნიშნები არ აქვთ, მაგრამ ინფექციის მატარებლები არიან. ეს არის ინფექციური დაავადებებისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი, როდესაც გადაცემა ხდება არა კლინიკურად გამომჟღავნებული ფორმებით, სწორედ აქედან იწყება ეპიდემია და პანდემია.

„ამიტომ, ეს ადამიანები უნდა იყვნენ მაქსიმალურად იზოლირებული. საქართველოში რომ ყველა ინფიცირებული იყოს, სად მოათავსებთ? - ამ ხალხის იზოლირება უნდა მოხდეს და არა სტაციონარში მოთავსება.

„სტაციონარში უნდა მოთავსდნენ ის ადამიანები, ვინც საჭიროებენ უშუალოდ სამედიცინო დახმარებას- წამლების მიღებას, განსაკუთრებით ეს ეხება მძიმე ფორმით დაავადებულებს, მაგალითად, ვისაც პნევმონია აქვს, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ." - აღნიშნა ხმალაძემ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-ს შეადგენს, აქედან 16 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×