თამარ შუკვანი
31.03.2020

ქვეყანაში საყოველთაო კარანტისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს" უთხრა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო თავის პოზიციას გააჟღერებს.

„პრემიერმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც განსაკუთრებული ზომების მიღება გამოიწვია. საპატრიარქოს პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი," - აღნიშნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრი 30 მარტს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა, მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის.

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×