ია აბულაშვილი
03.04.2020

"ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვერ ასცდებოდა, რადგან კორონავირუსთან ბრძოლის ქვეშ პოლიტიკური ძალების მხრიდან უკვე ჩანს პიარ ნაბიჯები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში შექმნილ ვთიარებას.

"სააკაშვილი აცხადებს, რომ თავისი რესურსით ჩამოიყვანს საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს, სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობით გასამართლებულია და ხელისუფლება მასთან გარიგებაზე ვერ წავიდოდა. "ნაცონალური მოძარობა" თავის მხრივ ნიღბებს არიგებს და ინიციატივებით გამოდის, რაც არის პოლიტიკური ნაწილი და არა სოციალური. იგივე შეიძლება ითქვას "ოცნებაზე", რომელიც აცხადებს, რომ თავისი ხელფასის ნახევარს ფონდში ჩარიცხავს, ესეც არის პოლიტიკური ნაწილი და არა სოციალური. ასე რომ არ იყოს, მმართველ გუნდს შეეძლო მიეღო ქამრების შემოჭერის გადაწყვტილება, ყველა უწყებას გაეღო თანხები საერთო ფონდში და არა პარტიულ ორგანიზაციას. მაშინ ეს არ იქნებოდა პარტიული ნაბიჯი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც კორონავრისთან ბრძოლის ქვეშ პიარ-ნაბიჯებს დგამენ და ზეგავლენას ახდენენ ამომრჩეველზე, რაც სწორი არ არის.

დღეს მთელ ქვეყანას უჭირს, მაგრამ ხელისუფლებას რთული პერიოდი მაშინ დაუდგება, როდესაც კორონვირუსთან ბრძოლა დამთავრდება და წინა პლანზე წამოიწევს სოციალური და ეკონომიკური საკითხები. ასევე დადგება არჩევნების ჩატარების საკითხიც. ანუ როგორ და რა ფორმით მოხდება, გადავადდება თუ არსებული სისტემით ჩატარდება. ეს საკითხი კი ხელისუთფლებამ აუცილებლად ოპოზიციასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს," - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×