თამარ შუკვანი
19.05.2020

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ჩასმას სთავაზობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის მისასალმებელია.

„არაფერი ვიცი, თქვენგან ვგებულობ ამ ამბავს. ამირანი უწესიერიესი ადამიანია. ის ჩემი მეგობარია და მის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის დადებითი და კარგი იქნება. პარლამენტის სიაში კი არა, ყველგან, სადაც კარგი საქმეები იქნება საკეთებელი, ყოველთვის სიკეთის მომტანი ადამიანი იქნება.

„ამირან გამყრელიძემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ პიროვნულადაც არის ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი, სახელმწიფო მოაზროვნე. ამირანის პოტენციალი სრულად წაადგება საქართველოს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ამირანი," - აღნიშნა კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (19.05.2020)
შენი კლიზმა დედას შევთხარე შე ნაბოზარო. გინდა შენნაირად შეაჯავრო ხალხს? ჩაგაჯვი მაგ გამყიდველ თავში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×