თამთა ჩაჩანიძე
19.05.2020

„შეიძლება ზოგიერთმა ვიღაც დაასახელა, მაგრამ მაგაზე საუბარი არ ყოფილა", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის შესაძლო ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად „ახალი საქართველოს" თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს ასახელებს.

კაპანაძისვე თქმით, შესაძლოა აღნიშნული განცხადება ჩარკვიანის პირადი მოსაზრებაა, რადგან ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„ოპოზიციას პრემიერ-მინისრტობის შესაძლო კანდიდატურაზე მსჯელობა არ დაუწყია. შეიძლება ზოგიერთმა ვიღაც დაასახელა, მაგრამ მაგაზე საუბარი არ ყოფილა, კანდიდატურებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ არის. ეტყობა ქალბატონი თაკო ასე ფიქრობს მას კითხეთ", - განაცხადა კაპანაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჯიმშერი   (21.05.2020)
გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე ვანო ჩხარტიშვილი ხო არის ბიძინას კარზე პირველი კაცი ხო და თუ ეგრეა გათვლილი რომ ბიძინამ გადააბაროს გიორგი ვაშაძეს ქვეყანა მივესალმებით ვინაიდან ვაშძე გიორგიზეა საუბარი და არა ულვაშ გრიგოლაზე .ყველაზე გაუსვრელი ნიჭიერი გამოცდილი დაგაწონასწორებული პიროვნებაა.ბიძინაც დაისვენებს და ქვეყანაც .ამ დანარჩენი ჯორ ნახირი .ვითომ პოლიტიკოსი ოპოზიციისგან .

ივანე   (20.05.2020)
გიორგი ვაშაძე ??? ვისი სიძეა გიორგი,გვარი შემახსენეთ,მკითხველებს-საზოგადოებას და რა გავლენა ექნება სიმამრს სიძეზე. შუბს ტომარაში ვერ დამალავთ. თუ ვცდები შემისწორეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×