“შიდსის ვაქცინაზე მეცნიერები 30 წელზე მეტია მუშაობენ, ფულიც იხარჯება, თუმცა, ვაქცინა შექმნილი არაა”
თამთა ჩაჩანიძე
18.06.2020

შეჩერდება თუ არა ახალი კორონავირუსი ვაქცინის გარეშე, თუ მასზე არც ჰაერის ტემპერატურის მატება და არც სხვა ფაქტორები მოქმედებს. თუ ვითარება ვაქცინის შექმნამდე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო მზარდი დინამიკით წავიდა, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კაცობრიობა.

ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე ათეული კომპანია მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში მდებარე ფარმაცევტული კომპანია „CureVac"-ია, რომელმაც მოხალისეებზე ტესტირების ნებართვა მიიღო.

პირველ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას 168 ადამიანი მიიღებს, რომელთაგან 144 აიცრება. შემდეგ ეტაპზე, თუ კვლევის შედეგები დადებითი იქნება, ექსპერიმენტის მონაწილეთა რიცხვი რამდენიმე ათასამდე გაიზრდება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომანიები ვაქცინის ტესტირებას უკვე ადამიანებზე იწყებენ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ვაქცინის საბოლოო შემუშავება მაინც ვერ მოხერხდეს.

ერთი საუკუნის წინ ესპანურმა ვირუსმა „ისპანკამ", რომელმაც ასევე პანდემია გამოიწვია და 15 თვის განმავლობაში მსოფლიოში 20 მილიონი ადამიანი შეიწირა, ვაქცინის შექმნის გარეშე ჩაიარა.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოსავალი ვაქცინის შექმნა იქნება, თუმცა, მისი თქმით, შექმნა არც ისე ადვილია.

„მაგალითად წინა საუკუნეში ესპანურ პანდემიას თუ ავიღებთ, მაშინ ვაქცინა შექმნილი არ იყო და თავისითაც გადაიარა, სხვა ლოკალური ვირუსის აფეთქებები იყო, (კორონავირუსების ჯგუფის) „სარსი", „მერსი", რომლებზეც ასევე ვაქცინა არ შექმნილა, ან თუნდაც იგივე ებოლა, რომლის ვაქცინაც ასევე არაა.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ვაქცინა რა თქმა უნდა, გამოსავალი იქნება, თუმცა ეს ასეთი მარტივიც არაა - ამის შემუშავებას თავისი დრო სჭირდება, მუშაობის დაწყებიდან სულ მცირე წელიწადნახევარი სჭირდება, რომ თავის სტადიები გაიაროს - ესაა კარგ შემთხვევაში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინა საერთოდ ვერ იქნას შექმნილი, იმიტომ, რომ ბევრი დაავადებებია, რომლებზეც მუშაობდნენ და ვაქცინა ვერ იქნა შექმნილი და დღემდე მუშაობენ - იგივე აივ-ინფექცია-შიდსი, 30 წელზე მეტია მეცნიერები მუშაობენ, ფულიც იხარჯება, თუმცა, ვაქცინა შექმნილი არაა.

„ყოველ შემთხვევაში ვაქცინა თუ არა, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი იყოს შემუშავებული და რა თქმა უნდა, ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატი დიდი შვება იქნება.

„ტალღებზე საუბარი ძალიან პირობითია, მკითხაობას ჰგავს, იქნება-არ იქნება, ბევრს წარმოუდგენია, რომ ტალღა ახლა დამთავრდა და თვეების განმავლობაში ნული შემთხვევები გვექნება და მერე ეს თავიდან წამოვა, ეს შესაძლოა პირობითი იყოს და იყოს ხან ორი, ხან ათი, ხან ნული შემთხვევა.

„რაც შეეხება ვირუსის დიდი ინტენსივობით გააქტიურებას, ამისი ალბათობა არსებობს, თუმცა ეს აგვისტოში იქნება, სექტემბერში, ნოემბერში, ან იქნება თუ არა, ამის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

"შესაძლებელია ასეთი ვარიანტიც, რომ ასეთი ვირუსები რაღაცა დროის განმავლობაში პირიქით შესაძლოა დასუსტდნენ და ჩვეულებრივ ვირუსულ დაავადებად გადაიქცეს, რომლებიც ასობითაა, მაგრამ არც ეპიდემიას და არც პანდემიას არ იწვევენ.

"ან მეორე ვარიანტი შეიძლება ისე მუტირდეს, რომ პირიქით უფრო აგრესიული გახდეს, ამიტომ ეს ძალიან მიკითხაობას ჰგავს, ეს თემა, რომ როდის რა იქნება.

„შემოდგომა, ზამთარი უფრო სახელდება იმიტომ, რომ ვთქვათ სხვა ვირუსებიც, მაგალითად გრიპის ტიპის ვირუსებს, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებს, ამ პერიოდში იწყებენ გააქტიურებას, მაგრამ დღესდღეობით დადგენილი, რომ ამ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, არაა, იმიტომ, რომ მსოფლიოს ცხელ ქვეყნებშიც ეპიდემია მიდის და თბილი ამინდის გამო, შემთხვევები არსად არ განულებულა.

„აქედან გამომდინარე, ეს ძნელი სათქმელია და მაინცდამაინც არ ვემხრობი იმის ცირკულირებას, რომ ახლა ტალღებს უნდა ველოდოთ და მოსახლეობა დავზაფროთ, იმიტომ, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამისი საფუძველი არაა" - განაცხადა ჩიხლაძემ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ იმიტომაა ვაქცინის აუცილებლობაზე საუბარი, რომ კორონავირუსის სერიოზული გართულებები ძალიან ხშირია, თუმცა, მისი აზრით, ეს საქართველოს არ ეხება.

„გააჩნია რამდენად ვირულენტურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მაგალითად, სანამ ყვავილის ვაქცინა არ გამოიგონეს, მანამდე არ გაჩერდა, დაანგრია მსოფლიო და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

"ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ვირუსზე, რამდენად ვირულენტურია, ლეტალობის რისკი და გართულების არსებობა რამდენად მაღალია, ნებისმიერი ბავშვთან ინფექციები ავიღოთ - ახლა შემოვიდა მოდაში, რომ ყბაყურაზე, წითელაზე, ჩუტყვავილაზე, მაგრამ, რამდენი ვირუსია, როცა არ ცრიან და ბავშვთა ასაკში მშვენივრად გადაივლის ხოლმე. აცრა იმიტომაა საჭირო, რომ ბავშვთა ინფექციებს ვინც არ გადაიტანს, შეიძლება ასაკში დაემართოს და ეს უკვე საშიშია.

„მაგალითად ცოფი რომ ავიღოთ, თუ არ აცერი, 100%-იანი სიკვდილია, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ვირუსის სახეობაზე, ვირულენტობაზე, გადაცემის სიხშირეზე და გართულებების არსებობაზეა დამოკიდებული,

„კორონავირუსს სერიოზული ვირულენტობა აქვს იმ მხრივ, რომ გართულებების არსებობა ძალიან ხშირია და ამიტომაა ვაქცინის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკი.

"ამას მე საქართველოს მაგალითზე არ ვამბობს, ჩვენი მონაცემები, რომ ვთქვათ ამერიკაში ყოფილიყო, მაინცდამაინც ვაქცინის შექმნაზე თავს არ მოიკლავდნენ, იმიტომ, რომ 7-10 და 20 გარდაცვლილი, ეს დიდი ქვეყნისთვის არაფერია, მაგრამ როდესაც ათიათასობით ადამიანი კვდება, იქ უკვე რაღაცა დაცვითი მექანიზმის შემუშავება აუცილებელია. ამიტომაც სასურველია, რომ ვაქცინა ყველა ვირუსის საწინააღმდეგოდ შეიქმნას, მაგრამ ისიც გასათვალლისწინებელია რა ქვეყანაში რა ვირუსი მოქმედებს.

„მაგალითად ბევრი ვირუსი საქართველომ არც კი იცის - ვთქვათ რომელიც აფრიკაშია, მაგრამ თუ აფრიკაში მიდიხარ, აუცილებლად გცრიან ხოლმე იმ ვირუსებზე და მერე უკვე იქ ჩასვლა შეიძლება.

„გვიანი შემოდგომა და ზამთარი ეს ის პერიოდია, როდესაც ტემპერატურის დაბლა ჩამოწევა ხდება და საკვების გაერთფეროვნების გამო, ადამიანის იმუნიტეტი ეცემა, ზაფხულში ჩვენ უამრავ ხილს, ბოსტეულს ვიღებთ, რაშიც უამრავი ვიტამინებია და ამ მხრივ მზად ვართ და რაც მთავარია, ორგანიზმის გადაციება არ ხდება.

„კორონას რომ თავი გავანებოთ და ჩვეულებრივი გრიპი ავიღოთ - თავის დროზე ფრანგმა მეცნიერებმა თქვეს, რომ გრიპს გამოაქვს განაჩენი, რომელიც სტაფილოკოკს მოყავს სისრულეშიო, რაც ძალიან კარგი გამონათქვამია იმიტომ, რომ გრიპი ორგანიზმს ასუსტებს და მერე უკვე სტაფილოკოკი ან პნევმოკოკი მრავლდება და პნევმონიას იწყებს, რაც პრინციპში ეს კორონავირუსიც იგივეს აკეთებს.

„ამიტომ, პერიოდები, როდესაც ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება, არაა აუცილებელი მაინცდამაინც შემოდგომა და ზამთარი იყოს, იყოს თუნდაც ოპერაციების მერე, თუნდაც სხვადასხვა დაავადებების შემდეგ, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევენ.

"ან ის ადამიანები, რომლებიც იმუნიტეტის სპეციალურად დასაქვეითებელ წამლებს ხმარობენ, კერძოდ ის პაციენტები, ვასაც თირკმელი, ღვიძლი გადანერგილი აქვს, სპეციალურად იმუნოსუპრესორებს სვავენ, რომ გადანერგილი ორგანოს მოცილება არ მოხდეს, ამათთვისაც ძალიან საშიშია ამგვარი ნებისმიერი ინფექცია" - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
...   (19.06.2020)
პირველი: სარსი და მერსი, ასევე ებოლა მასშტაბურად არ შეხებია ევროპას და განვითარებულ ქვეყნებს, ამიტომ დაიკიდეს ვაქცინა ამ დაავადებებზე. მეორე: "ესპანკა" იქნებ სწორი ინფორმაცია დაწეროთ რამდენი ადამიანი შეიწირა ამ ვირუსმა, ხან 20 ამბობთ ხან 50 ხან 100 მილიონს და აუქციონზე ხო არ ლაპარაკობთ შემთხვევით!!!

დავუღალეთ   (18.06.2020)
უდუ ნახუი კორონა დავიღალეთტტტტტ

kaxeli   (18.06.2020)
ხალხო დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ ხომ შეიძლება ერთრი კვირა ისე გავიდეს კორონაზე ინფორმაცია არსად არ გავიდეს და არ წავიკითხოთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×