მარიამ ნებულიშვილი
01.07.2020

 პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალ სააარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა გენდერული კვოტირების საკითხშიც.

ამ ცვლილებების თანახმად 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოს წარდგენილ სიაშვი ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.

აღნიშნული ცვლილებები დადებითად შეაფასა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საის ანგარიშში ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან გენდერული ნიშნით 25%-იან კვოტას.

„საია მიესალმება გენდერული კვოტირების შემოღებას (შემოთავაზებულია 25%) თუმცა ვთვლით, რომ გრძელვადიანი და მდგრადი პოზტიური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს" - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენდერული კვოტირების საკითხს აზრთა სხვადახვაობა მოჰყვა პოლიტიკოსებში. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენალურ სხდომაზე განახადა, რომ მიესალმება აღნიშნულ ცვლილებებს. მისი თქმით, როცა საუბარია განსხვავებულ სქესზე ამაში მხოლოდ ქალები არ იგულისმხება.

„მე პირადად ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი, რაც მისასალმებელია. სხვა პარტიებსაც მინდა იგივე მოვუწოდო", - განაცხადა ბესელიამ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება.

,,იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ჰყავს პარტიას,რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არცერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები - ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა" - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×