ია აბულაშვილი
01.07.2020

„პროფესიით ფსიქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი „მოტივაციის ოპტიმუმი და მისი ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს როდესაც ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტიც მცირდება. ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული," - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშივილი ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

„როდემდე შეიძლება ამდენი სიცრუის მოსმენა. ჯერ ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს, მერე მაჟორტარებზე ატეხეს ერთი ამბავი, არა მე აქ დავდგებიო, ახლა ერთმანეთს ეხვეწებიან, შენ დადექიო. იციან, რომ ვერ მოიგებენ მაჟორიტარულ ოლქებს. მერე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, სასწორის ერთ მხარეს დადეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამას დაუპირისპირეს ერთი ადამიანის ციხიდან გამოშვება, რომელიც პოლიტპატიმრად შერაცხეს. თანაც თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ ეს ჩვენი გამარჯვებაა და ჩვენი ძალისხმევით მოხდა ამ ცვლილებების მიღებაო.

ოპოზიცია რეალობას არის მოწყვეტილი, პროფესიით ფისქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი "მოტივაციის ოპტიმუმი და მის ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანს ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტი მცირდება; ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად ძლიერია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული.

ეს, იცით, რისი ბრალია, ძალიან ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში, 24 წლის ბიჭს მინისტრად რომ დანიშნავ იმ მოტივით, რომ რევოლუციის დროს პირველი შევიდა პარლამენტში, მისი დაღუპვა არ არის? გახსოვთ ალბათ მიშა სააკაშვილმა კეზერაშვილზე რომ თქვა, ეს ბიჭი უნივერმაღიდან გადაძვრა პარლამენტშიო. იმდენი კარგი მოგონებები აქვთ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, როგორ ატარებდნენ დროს, რომ პირადი კეთილდღეობა უქმნით მოტივაციას, თორემ სამშობლოს სიყვარულით არ ბრუნდებიან ხელისუფლებაში.

მიშა სააკაშივლისნაირი კაცი რომ გყავს ლიდერად პოლიტიკურ ძალას, ყველანაირად კომპრომეტირებული საქართველოშიც და ახლა უკრიანაში, ვინ მოგცემს ხმას? ალბათ მალე ზელენსკისაც დაუპირისპირდება. პირველი სიმბოლური ნათქვამი უკვე იყო, "ჩემი კაბინეტი ზელენსკის კაბინეტის თავზეაო". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა არჩევნებსაც თუ გამოუცხადეს ბოიკოტი და რევოლუციისთვის დაიწეს მზადება არ ვიცი. ისე რევოლუცია კი არა მიტინგი ვერ მოუწყვიათ," - განაცხადა "რეზონანასთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (02.07.2020)
Партбилети каргад шаинахе ра ици ра мохдеба, ешмас ар сдзинавс.

ჯიმა   (01.07.2020)
მართალს ბრძანებთ, ბატონო. მაგრამ ჩემსგან არ გესწავლებათ, რომ სადაც ა-ს იტყვი, ბ-ც უნდა თქვაო. ჰო და ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ უმრავლესობაც არ არის არაფერზე უკანდამხევი. სხვა შემთხვევაში მიკერძოების მყრალი სუნი ამოდის. პ.ს. რა ჯანდაბა ტიტულია აკადემიკოსობა? მეცნიერი + ? კომუნისტების მოგონილი ტიტული პრივილეგიების დასარიგებლად მათთვის ვინც პარტიულ ხაზსაც აწვება )))))


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×