სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.01.2014

    უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩის ქმედებებს სამოქალაქო სექტორიც აკრიტიკებს და უკრაინულ ოპოზიციას მტკიცე დგომისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით "ეროვნულმა პლატფორმამ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც ხელს 63 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. არასამთავრობოების აზრით, მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ხმამაღალი სიტყვა ყველამ უნდა თქვას.

    თაკო მათეშვილი
    27.01.2014

    "რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების განხილვაც რომ შემოგვთავაზოს, ევროინტეგრაციაზე უარი მაინც არ უნდა ვთქვათ", - ამბობს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც დაკარგული ტერიტორიების აღდგენამდე მიგვიყვანს, დასავლური გზაა.

    იაგო ნაცვლიშვილი
    27.01.2014

     საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" რამდენიმე წევრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ იციან. ამბობს, რომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რათა კიევში მათმა ჩასვლამ დაძაბულობის კიდევ უფრო გამძაფრება არ გამოიწვიოს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    27.01.2014

     საქართველოს საჯარო სკოლებში მანდატურების სამსახურს შეეცვლება სახელი და დაემატება ახალი ფუნქციები. მანდატურები ბავშვთა დაცვის ოფიცრები გახდებიან და მათი ძირითადი მოვალეობა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მისი დამტკიცება, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში მოხდება.

    თაკო მათეშვილი
    25.01.2014

    საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხი უნდა განხილულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის გამო ჩაიშალა. დედაქალაქი ჯერჯერობით კვლავ ბიუჯეტის გარეშეა. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა იმის შანსი, რომ თვითმართველობის არჩევნებამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერია დაკარგოს და იგი ცენტრალური ხელისუფლების მმართველობაში გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიუჯეტის დამტკიცება 10 მარტამდე ვერ მოხერხდა.

    თიკო ოსმანოვა
    25.01.2014

     საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს დაკომპლექტება გაურკვეული დროით გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ პარლამენტმა ბორდის დასაკომპლექტებლად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან უმეტესობა დაიწუნა, რის გამოც ხელახალი კონკურსი ცხადდება და კომისიაც თავიდან დაკომპლექტდება.

    მარი ოთარაშვილი
    25.01.2014

     "მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ გადმოდგა ნაბიჯი, ლოგიკურია, რომ პატიმრების გაცვლის პროცესი უნდა დაიძრას," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "კავკასიური სახლის" დირექტორი გიორგი კანაშვილი და ამატებს: "მარეკ დუდაევი თბილისმა პატიმრობიდან ივნისში გაათავისუფლა. თავის მხრივ ცხინვალმა ამას გვიან უპასუხა და თეიმურაზ ჯერაპოვი (დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც ცხინვალში პატიმრობაში იმყოფებოდა-რედ.) გაათავისუფლა.

    მაია აბაიაძე
    25.01.2014

    უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია დარჩენილი 24 000 ფაილის ბედს 29 იანვრის სხდომაზე განიხილავს. შეგახსენებთ, რომ კომისიის უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს იწურება და როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, გაგრძელდება თუ არა კომისიის უფლებამოსილების ვადა. მათი თქმით, დღემდე უცნობია დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგიც.

    თამთა ვირსალაძე
    25.01.2014

     "მრეწველთა პარტიის" ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტის ეკონომიკური ნაწილი შესაძლოა, საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდეს. გახდება თუ არა ეს თემა კოალიციის სხვა წევრებისა და მრეწველების დაპირისპირების მიზეზი, პარტიის ლიდერი ჯერ არ საუბრობს. გოგი თოფაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელშეკრულების ტექსტის გასაჯაროებას ელოდება, რის შემდეგაც გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს მის მიღებას.

    იაგო ნაცვლიშვილი
    25.01.2014

    სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ჯაბა სოფრომაძემ პროტესტის ნიშნად თითი მოიჭრა. იქამდე მან და დაწესებულების კიდევ ოთხმა სხვა მსჯავრდებულმა - არჩილ ფაჩულიამ, ვიქტორ მიჩიტაშვილმა, ვლადიმერ გიორგაშვილმა და ვაგიმ მუსტაფაევმა სხეულის ორგანოები მაგიდაზე მიიჭედეს.

    ეკა ბასილაია
    25.01.2014

    პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, განსაკუთრებით ფუნდამენტური ისლამის მიმდევრები კონტრდაზვერვის მხრიდან შანტაჟსა და წნეხზე ალაპარაკდა.

    იაგო ნაცვლიშვილი
    24.01.2014

    "წინა წლებში არსებობდა ისეთი ნორმები, რომ სახელმწიფო უწყებები რიგ შემთხვევებში პრინციპების დარღვევით ახდენდნენ გარკვეული დოკუმენტების გასაიდუმლოებას და ეს უნდა შეიცვალოს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved