სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    05.09.2013

     "ჩემი აზრით, ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის. მას სურს რომ პოლიტიკიდან, როგორც მინისტრი, დროულად წავიდეს და თქვას, რომ თავისი ფუნქცია შეასრულა - ქვეყანას სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მოაშორა. მისი პოლიტიკაში დარჩენა კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო სამომავლოდაც ბევრი პრობლემის წინაშე დადგება, რაც მის რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დაწევს," - ამბობს "რეზონანასთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

    ეკა ბასილაია
    05.09.2013

    "სრულიად უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პრემიერად ხალხი ერთ ადამიანს ირჩევს და ის თავისი სურვილით ერთ წელიწადში სხვას ნიშნავს. ივანიშვილის ეს ნაბიჯი ლეგიტიურობის ერთგვარ დეფიციტს ქმნის", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ილიას უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია.

    ია აბულაშვილი
    05.09.2013

    ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, გამარჯვების რა შანსი აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს, "რეზონანსი" ყოფილ პარლამენტარს, პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

    ანი ფაცია
    05.09.2013

     "ევრაზიული კავშირი რუსული ოცნებაა; რუსული ბაზარი პოლიტიკური ბაზარია. ამდენად, პრემიერის განცხადება, რომ ის დააკვირდება ამ კავშირს, შემაშფოთებელია. ევრაზიის კავშირი ეს არის საბჭოთა კავშირის ცინიკური სახის რეინკარნაცია. მას ცივი და პრაგმატული სახე ექნება," - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე კულტურის ექსმინისტრმა ნიკა რურუამ.

    მარი ოთარაშვილი
    05.09.2013

    სირიაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნაბორაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ იქ მყოფი საქართველოს 19 მოქალაქის საკითხი უკვე გადაწყვეტილია - ისინი სამშობლოში 8 სექტემბერს გამოემგზავრებიან.

    სალომე აბულაძე
    05.09.2013

    ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდა. ბალტიის ზღვიდან შავ ზღვაზე გადმონაცვლებული ციკლონის მოახლოებამ საქართველოს მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

    თიკო ოსმანოვა
    05.09.2013

    პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. გოკა გაბაშვილმა მას, არც მეტი არც ნაკლები, კატასტროფული უწოდა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრემიერს ეთანხმება იმაში, რომ "პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამ საკითხის შესწავლა."

    მარი ჩიტაია
    05.09.2013

    დაზარალებული იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. ასე ფიქრობს ქვეყნის პრემიერი და დაზარალებულებს ურჩევს, საუთარი პრობლემის მოგვარების მხრივ ოპტიზმით დიდად არ განეწყონ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იპოთეკარებთან დაკავშირებით მთავრობაში ძალიან ბევრს მუშაობენ, თუმცა მდგომარეობა რთული რჩება.

    სალომე აბულაძე
    04.09.2013

    სალომე სარიშვილი

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვითარება ისევ გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკის ყოფილმა მფლობელმა გია ნაცვლიშვილმა ჰოსპიტალების მართვის ჯგუფი "ავანტე", რომლის მფლობელობაში იაშვილის კლინიკაც შედის, თურქულ-გერმანულ კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპზე" გაასხვისა, რის შემდეგაც კლინიკის სამედიცინო პერსონალსა და ახალ მფლობელ თეკინ ატეკს შორის დაპირისპირება დაიწო. ექიმები ახალ მფლობელს ყველანაირი ეთიკური ნორმის უხეშ დარღვევაში, მათ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    04.09.2013

     ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, არავინ იცის, მაგრამ ივანიშვილის გადაწყვეტილებას მაინც მიესალმებიან. არაოფიციალურად კი ორ კანდიდატურაზე მიმდინარეობს საუბარი. ეს არის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა, როგორც "რეზონანსს" მთავრობიდან უთხრეს, ივანიშვილს ღარიბაშვილის პრემიერობა უკვე კარგა ხანია, გადაწყვეტილი აქვს.

    ანი ფაცია
    04.09.2013

     "ჟურნალისტების ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის პოლიტიკური თოქ-შოუები ახალი სეზონიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განსხვავებული ფორმატით გავიდეს," - განაცხადა პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

    ია აბულაშვილი
    04.09.2013

    იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი "რეზონანსთან" საუბარისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამარლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და გამართლებულად მიაჩნია საკონსტიტუციო სასამართლო უზენაეს სასამართლოს შეუერთდეს. მისი თქმით, მხოლოდ კოსმეტიკური შელამაზებით საქმეს არ ეშველება და სასამართლოს სტრუქტურაც და საკადრო შემადგენლობაც ძირეულად უნდა შეიცვალოს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×