სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთევან ლებანიძე
    20.06.2013

    ქუთაისის მერიაში გათავისუფლება სამსახურების უფროსებისგან დაიწყო. საჯარო მოხელეებმა მერიის წინ აქცია გამართეს და მერიის თანამშრომლების გათავისუფლება ამ სახით გააპროტესტეს.

    თაკო მათეშვილი
    20.06.2013

     საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან გია ყარყარაშვილს საჯაროდ წაუყენა, გენერალი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. ნადირაშვილი მას თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კორუფციულ გარიგებებში სდებდა ბრალს. ყარყარაშვილმა კი მათ შპს "პროგრეს პლუსის" საბუთების დეტალური შესწავლა შესთავაზა. თუმცა, მისი თქმით, შეთავაზებას "ნაცმოძრაობიდან" არავინ გამოხმაურებია. ამიტომ ფირმა რამდენიმე დღეში ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საბუთების შესწავლისა და დასკვნის დადების თხოვნით მიმართავს.

    მარი ოთარაშვილი
    20.06.2013

    "თუ ერთად არ იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მაშინ პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლევა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული აკადემიის" წევრი, იურისტი ალექსანდრე ჩხიტაური. მისი თქმით, სამინისტროს მოუწევს უმრავლესობის რიგებიდან უმაღლესი განათლების კანონპროეტის მოწინააღდეგეთა დარწმუნება, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნივერისტეტების ავტონომიურობას ხელს არ შეუშლის.

    სალომე სარიშვილი
    20.06.2013

    საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარ ორგანიზაციებს კითხვარების და მეთოდების გადასინჯვის რეკომენდაციით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით გუშინ "რედისონ ბლუ ივერიაში" პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო ექსპერტებმა 2012 წელს წინასაარჩევნოდ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესწავლის შედეგები წარმოადგინეს.

    რუსიკო მაჩაიძე
    20.06.2013

    ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს და რეაგირებას ითხოვს. მის ნათქვამს სუბარი და კბილაშვილი უარყოფენ. საია-ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი, რომელმაც პატიმრები გლდანის ციხეში მოინახულა, ბარათაშვილის ნათქვამს ადასტურებს. მისივე თქმით, ზოგიერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    ნინო მშვიდობაძე
    20.06.2013

    ლანჩხუთში 18 ივნისის ღამით დაწყებულმა წვიმამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. მოვარდნილი წყლის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფელ ჯაპანას მოსახლეობას ეზოები დაუტბორა და საზამთროს ნარგავები გაუნადგურა, განადგურდა ვენახებიც.

    დალი ქვირია
    20.06.2013

    წინა კვირაში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის ზოგიერთმა მუხლმა ქართულ საზოგადოებაში ხმაურიანი რეაქცია გამოიწვია. ადგილი ჰქონდა შეტანილი ცვლილებების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

    ელზა წიკლაური
    20.06.2013

     საქართველოში 17 538 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასობით ინტერნეტ-საინფორმაციო პორტალი არსებობს. 4-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით საიტებისა და არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ა/ო-ს ან საიტის დაფუძნება ანონსდება.

    მაიზერ გელოვანი
    20.06.2013

     თავიდანაც ვთქვი და ახლაც ვაცხადებ, რომ მოგონებებში იქნება ჩემი მეგობრების მონათხრობებიც. ერთ-ერთი მათგანია მაიორი კახა მეგრელაძე. კახა 2010 წელს მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს ჯარიდან, რომ მუხროვანის "ამბოხისას" დროს უბრალოდ, იქ აღმოჩნდა, სხვა არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ ჰქონია. ის დღესაც უმუშევარია, მიუხედავად დაპირებებისა.

    ეკა ბასილაია
    19.06.2013

     რატომ არ აქვს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტები - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობაა. თავად პრემიერმა კი ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ოპონენტების ამ შეფასებას "სიცრუის ტირაჟირება" უწოდა - "ევროინტეგრაციის მიმართულებით სწორად და გამართულად მივდივართ და ოპონენტების კრიტიკა აქაც გაუგებარია".

    ანი ფაცია
    19.06.2013

     ამნისტიით ან შეწყალებით სასჯელისგან განთავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა პირდაპირ ამნისტიის ან შეწყალების აქტით მოეხსნება. შსს-ს ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტის მიზანია, ამნისტიის და შეწყალების საფუძველზე სასჯელისაგან განთავისუფლებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

    ეკა ბასილაია
    19.06.2013

    მარი ოთარაშვილი

    პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები კვირას, 15 საათზე, მედიის თანდასწრებით განადგურდება, პოლიტიკური და სხვა ტიპის ვიდეომასალების ნაწილი კი - ჯერჯერობით არა. უკანონო ჩანაწერების განადგურების მოთხოვნით შექმნილი სპეციალური ჯგუფი მასალების მეორე ნაწილის განადგურების შესახებ დღეს იმსჯელებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved