იაგო ნაცვლიშვილი
18.01.2014

ქვეყანა მთავარი პროკურორის დანიშვნის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კი მის დასახელებას არ ჩქარობს. ერთ-ერთი კანდიდატი, ანტიკორუფციული საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე პაატა შავაძე "რეზონანსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება. იგი აცხადებს, რომ თუკი შემოთავაზება იქნება - დათანხმდება და რომ უკვე საკუთარი პროგრამაც აქვს შემუშავებული. შავაძე პირობას დებს, რომ მისი მთავარი პროკურორობის შემთხვევაში გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყება და ორ თვეში გაიხსნება.

რუსიკო მაჩაიძე
18.01.2014

"ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გახდა, რომელიც "პლატფორმაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აირჩიეს.

თამთა ვირსალაძე
18.01.2014

 გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი ფინანსური დარღვევების გამო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე პარტიას და კანდიდატს სანქციები დააკისრა. სანქციების ოდენობით "დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერობს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ აუდიტის ოქმები დასაშვებად ცნო, ნინო ბურჯანაძის პარტიას ჯარიმის სახით 64 ათას ლარზე მეტი ექნება გადასახდელი.

თაკო მათეშვილი
18.01.2014

"2013 წელს, იმ 7 თვის განმავლობაში, როცა უმრავლესობაში ჩვენ ვიყავით, პრემიებზე სულ 88 ათასი ლარია გაცემული, დანარჩენი 5 თვის განმავლობაში კი, როდესაც თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობა მოვიდა, 207 ათასი ლარია დახარჯული. არც ერთი თვე არ ჩაუგდიათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკრებულოს უმცირესობის წევრი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი და დასძენს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ამ თემაზე პრეტენზიების წამოყენების უფლება არ აქვთ.

ეკა ბასილაია
18.01.2014

 "ვინც საქართველოს ისტორია მეტ-ნაკლებად იცის, მან იცის, რომ მთელი ათეული წლები რუსული ეკლესია და რუსული "სამადერჟავიე" ებრძოდა ქართულ ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს. დაგვავიწყდა რუსული პოლიტიკა?! რუსების საწინააღმდეგო რამის თქმა არ მინდა, მაგრამ ეს ანტიდასავლური განწყობა პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან არის დაკავშირებული.

მარი ოთარაშვილი
18.01.2014

"უკიდურესად კრიტიკული ვითარება" - გუშინ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაფართოებულ სხდომაზე შეკრებილმა მეცნიერებმა ქვეყანაში მეცნიერების სფეროში არსებული საერთო მდგომარეობა სწორედ ასე შეაფასეს. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბედი, მათი დაფინანსება და თვითონ მეცნიერების სამარცხვინო ხელფასი - ეს ის თემებია, რომელთა განხილვაც გუშინდელ შეკრებაზე მოხდა.

ელზა წიკლაური
18.01.2014

გაზეთ "24 საათის" გამოცემა შეჩერდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი ამის მიზეზად რებრენდინგს ასახელებს და აცხადებს, რომ "24 საათის" გამოცემა აუცილებლად განახლდება, თუმცა როდის, პაატა ვეშაპიძეს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

თაკო მათეშვილი
17.01.2014

 ხისტად გამოხატული უკმაყოფილება, რომელსაც ულტიმატუმის სუნი ასდის - ასე აფასებენ სპეციალისტები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ტალინში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ თუ საქართველომ მაპი ვერ მიიღო უახლოეს სამიტზე, შესაძლოა გარკვეული საფრთხე ევროინტეგრაციის პროცესსაც დაემუქროს.

რუსიკო მაჩაიძე
17.01.2014

 ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები არ ემუქრება და ამ მხრივ ხელისუფლებას დამატებითი მუშაობა არ სჭირდება. ეკონომიკური განვითარების პროგნოზი დადებითია და მტრების მოგონილია ის, რომ ამ მხრივ ცუდად გვაქვს საქმე. "ნაციონალები" პროვოკაციებს აწყობენ და ამიტომაც მათი აღქმა პოლიტიკურ ოპონენტებად არ ღირს. "ოცნების" ხალხს კი გაუწერენ, რომელ თანამდებობაზე რა მანქანით სარგებლობის უფლება ექნებათ. თუმცა ის, რაც აქამდე მოხდა "ნაციონალების" დანერგილი პრაქტიკის ინერციით გაგრძელება იყო.

მარი ოთარაშვილი
17.01.2014

ცხინვალი მორიგ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს გაზაფხულზე ატარებს. მონაწილე პარტიების რეგისტრაცია გასული წლის ზაფხულში დასრულდა. მსურველი 30-მდე პარტია იყო. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათგან სულ 15 დაარეგისტრირა.

იაგო ნაცვლიშვილი
17.01.2014

 "თბილისი უმნიშვნელოვანესი ცენტრია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სრულიად კავკასიისთვის, ამიტომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან იმ დაწესებულების გადატანა, რომელიც სახელმწიფოსთან არის მისადაგებული, ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა", - უთხრა "რეზონანსს" კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.

მაია აბაიაძე
17.01.2014

 "ბოლო დროს გერმანიის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ გამკაცრებულია, რაც გვაძლევს იმედს, რომ გერმანია ჩვენს საქმეში აქტიურად ჩაერთვება... როდესაც მეტი ზეწოლა და აქცენტი ხდება, რუსეთი იძულებულია დაემორჩილოს", - აცხადებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×