თათია ჩაფიჩაძე
23.12.2013

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობისა და შემდგომი გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება რადიუმ-226, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია.

თიკო ოსმანოვა
23.12.2013

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საქმიანობას რამდენიმე დღეში გააგრძელებს და, სულ ცოტა, 6 თვის განმავალობაში სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებთან ერთად მოუწევს მუშაობა, რადგან, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი წლის ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს.

თიკო ოსმანოვა
23.12.2013

რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორ კარასინის შეხვედრის მორგი რაუნდი მარტის დასაწყისში გაიმართება. აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის გამარტივების გარდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

თაკო მათეშვილი
23.12.2013

 "ეს ძალიან უზრდელური და ტუტუცური საქციელი იყო," - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გიორგი ბარამიძის ქცევას სოსო ჯაჭვლიანთან ინციდენტის დროს და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, პარლამენტარებმა თავის მოთოკვა უნდა ისწავლონ.

ეკა ბასილაია
23.12.2013

 ზამთრის ოლიმპიური ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სოჭი პრაქტიკულად დახურულ ქალაქად ცხადდება - 7 იანვრიდან 21 მარტის ჩათვლით ოლიმპიურ ქალაქში შესვლაზე შეზღუდვები წესდება და მიმოსვლა, მათ შორის აფხაზეთიდანაც, იზღუდება.

თაკო მათეშვილი
21.12.2013

"ეს მექანიკური შეცდომა იყო" - ამ მიზეზით ხსნიან პროექტის "შევეგებოთ ევროპას" ხელმძღვანელები სკანდალური ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს რომანის მეექვსეკლასელებთან მოხვედრას, რომელიც მხატვრული პორნოგრაფიის ჟანრს განეკუთვნება და დასძენენ, რომ მზად არიან, ამის გამო ბოდიში მოიხადონ. ფსიქოლოგები-შეცდომის შესაძლო შედეგებზე და ბავშვების ტრავმირებულ ფსიქიკაზე, იურისტები კი სკოლის პედაგოგების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ.

ვახტანგ შამუგია
21.12.2013

 "ჩვენ გვსურს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან 2014 წლის აგვისტოს თვემდე მოვაწეროთ ხელი", - ეს განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპეიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ევროკავშირის სამიტის შედეგები შეაჯამა.

თეა ბეჟიტაშვილი
21.12.2013

საახალწლო გალაკონცერტში, რომელიც 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება, ორასამდე მუსიკოსი და მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საახალწლო კონცერტი ღამის 11-ის ნახევარზე დაიწყება და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდება.

რუსიკო მაჩაიძე
21.12.2013

 მოსახლეობას ივანიშვილის შემდეგ ყველაზე მეტად ალასანია მოსწონს. მოწონების რეიტინგში პატრიარქი ისევ პირველ ადგილს იკვებს, ლევან ვასაძე კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მაჩვენებელი 7%-ით გაუმჯობესდა, მოწონების რეიტინგში 29-ე ადგილზეა, გამოკითხულთა 31%-ს მის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია. პარტიული მოწონების რეიტინგის სათავეში კი "ქართული ოცნებაა".

თათია ჩაფიჩაძე
21.12.2013

რუსთავის რუსთველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2013 წლის სასწავლო სემესტრის დასასრულს აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. ერთსაათიან პროგრამაში მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილები წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებული სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს. ყველა კლასის მოსწავლეების მიერ დადგმული ღონისძიება თეატრალიზებულად გაფორმებული იყო და მონაწილეები ქართველი პოეტების ლექსებს კითხულობდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

იაგო ნაცვლიშვილი
21.12.2013

 "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა კვირას გაიმართება, სადაც გადაწყდება, დაუბრუნდება თუ არა უმცირესობა საპარლამენტო მუშაობას, - ეს განცხადება "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა. იგი ეთანხმება უმრავლესობას და ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში უნდა მუშაობდეს.

მაია აბაიაძე
21.12.2013

თბილისის მერის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურმა გუნდმა წინასწარ იცის, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×