თაკო მათეშვილი
30.12.2013

"მიჭირხვნა" (თუ "მიჯირყვნა), "ჭორვილიზაცია, "ჩმორო", "სიცრუეში ცხოვრება", "ხელების გადაგრეხვა" - ეს იმ ფრაზებისა და ტერმინების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც პოლიტიკოსებმა 2013 წელს საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს. პოლიტოლოგები, პიარის სპეციალისტები და პოლიტიკოსები "მთელ კვირასთან" საუბარში გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ფაქტებსა და გამონათქვამებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ 2013 წელი საკმაოდ საინტერესო იყო.

იაგო ნაცვლიშვილი
30.12.2013

 2014 წელი საკმაოდ რთული წელი იქნება როგორც სოციალური, ისე სამართლებრივი და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით - ასე აფასებენ პოლიტოლოგები მომავალ წელს. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ექსპერტები 2014 წელს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული დაპირისპირების გამწვავებასაც ელოდებიან. ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან იქნება გარკვეული სახის ზეწოლა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება. მიიჩნევენ, რომ ეს განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში გამწვავდება.

ეკა ბასილაია
30.12.2013

 2014 წელი უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე 2013 იყო. ქართულ პოლიტიკაში ახალი, აქამდე უცნობი სახეები კიდევ გამოჩნდებიან; ზოგიერთი მინისტრი შეიცვლება; იქნება ბევრი სკანდალური ამბავი; გაირკვევა არაერთი კორუფციული საკითხი - ფულის გადმოტანები, ხარჯები და მაქინაციები და მათ შორის ისეთი ადამიანებისაგან, რომლისგანაც მსგავს რამეს დღეს ვერავინ წარმოიდგენს; მოხდება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯა; მერაბიშვილს ყველა ბრალს ვერ დაუმტკიცებენ, თუმცა ციხეში დარჩება; ზურაბ ჟვანიას საქმე ისევ არ გაიხსნება, მაგრამ მნიშვნელოვნად წაიწევს წინ; ადგილობრივ არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობისათვის" წელიწადი მხოლოდ 2 ქულით შეფასდება; იქნება ანტიდასავლური და ანტირუსული გამოსვლებიც...

თათია ჩაფიჩაძე
30.12.2013

გარდამავალი და საეტაპო 2013 წელი - მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ექსპერტების შეფასებით, მიღებული შედეგები მოსალოდნელი და არც ისე საგანგაშო იყო. ოპტიმისტური განწყობის საფუძველი არც მომავალი წლისთვის ჩანს, თუმცა, ექსპერტთა აზრით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ეკონომიკურ კეთილდღეობას მოქალაქეები საკუთარ თავზე 2015 წლიდან იგრძნობენ.

თამთა ვირსალაძე
30.12.2013

 იურისტები გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად საკონსტიტუციო ცვლილებების სახელმწიფო კომისიის შექმნას ასახელებენ. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა, პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, კანონმდებლებს ცვლილებების განხორციელება შესაძლოა, გაუჭირდეთ.

რუსიკო მაჩაიძე
30.12.2013

კოაბიტაციის წელი ისე დასრულდა, რომ ყველაფერი, რაც ამ წელს გაკეთდა, ვერ გაკეთდა თუ არ გაკეთდა, კოაბიტაციას დაბრალდა. პარლამენტმა კანონები კოაბიტაციის გამო მიიღო და მეორე ნაწილი ამავე კოაბიტაციის გამო ვერ მიიღო. მთავრობამ კი ყველაზე მეტად ჯიპების სიყვარულით გამოიჩინა თავი. ერთი სიტყვით, საქართველოში 2013 წელს არანაირი ზღაპრული თუ არაზღაპრული ცხოველის წელი არ ყოფილა. საქართველოში კოაბიტაციის წელი იყო.

ეკა ბასილაია
28.12.2013

 "მე არ ვარ მერის ზემდგომი, რომ იგი გადავაყენო", - აცხადებს დედაქალაქის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე. ვინ უნდა შეუჩეროს გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება და სამართლებრივად განჩინების შეუსრულებლობისთვის ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა - 22 დეკემბერს მოსამართლის მიერ დედაქალაქის მერისათვის უფლებამოსილების შეჩერებიდან დღემდე მერიის წარმომადგენლები მუდმივად იმაზე აპელირებენ, რომ არჩეული მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია.

ვახტანგ შამუგია
28.12.2013

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გოგა ძველაიას გარდაცველებიდან უკვე თითქმის სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე საზოგადოებისათვის კვლავ რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ოფიციალური ვერსიით, ძველაიამ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო. ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი. სამი თვის შემდეგ დუმილს არღვევს გოგა ძველაიას თანამესაკნე ერეკლე გურაბანიძე.

სალომე სარიშვილი
28.12.2013

ფოლკლორის ცენტრში თანამშრომლები რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი უკმაყოფილება კი ცენტრის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც გიორგი უშიკიშვილის შემცვლელად გიორგი დონაძე დაასახელა. თანამშრომლები ბორდს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამეურვეო საბჭომ ახალი ხელმძღვანელი კულტურის სამინისტროს კანონის დარღვევით, მალულად წარუდგინა, თუმცა სამინისტროში ამ ინფორმაციას მცდარს უწოდებენ.

თაკო მათეშვილი
28.12.2013

 თბილისის ცენტრში მანქანის გაჩერება შეუძლებელია - ამ პრობლემაზე მძღოლები უკვე დიდი ხანია ჩივიან და ამბობენ, რომ მანქანის გაჩერება, უმეტეს შემთხვევაში, სასურველი ადგილიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის რადიუსში უწევთ.

რუსიკო მაჩაიძე
28.12.2013

 "წლევანდელი წლის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზაცია მოხდა," - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უწყების ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა.

თიკო ოსმანოვა
28.12.2013

საზოგადოებრივი მაუწყებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ სამეურვეო საბჭოს გარეშე იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან საკმარისი კანდიდატები ვერ შეარჩიეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×