ნატალია ჯვარიძე 04.11.2024

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს საპროტესტო აქციებს აანონსებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რამდენიმე ხანში, როგორც წინა არჩევნებზე, ოპოზიცია ახლაც შევა პარლამენტში.
|
ნატალია ჯვარიძე 03.11.2024

3 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობენ ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო. ანალიტიკოსები რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.
|
ნატალია ჯვარიძე 03.11.2024

საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით შეიძლება ამერიკიდან და ევროპიდან სანქციების მორიგი ტალღა წამოვიდეს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სრულიად შესაძლებელია ფინანსური და სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების" წევრებსა და მასთან დაახლოებულ პირებს დაუწესდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ბევრი რამე ამერიკის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს ორშაბათიდან იწყებს, როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, ათობით კარავი უკვე მოაგროვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ლოკაციაზე დაიდგმება, ან დაიდგმება თუ არა, რადგან თავად ოპოზიციაშივე ჰყავს ამ იდეას მოწინააღმდგეები, მეტიც, ნაწილი ფიქრობს,რომ ეს იქნება "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და ბიძგი მუხტის მინელებისკენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.11.2024

აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა „ოცნებას" მოუწოდებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე გამოძიების დაწყების პარალელურად, „აგენტების" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები უკან გაიწვიოს. „ოცნება" ჯერჯერობით უარზეა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს მომენტიც დადგეს, რაც დამოკიდებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებზე.
|
ელზა პაპოშვილი 02.11.2024

„მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ხალხი გაბრაზდა, ამომრჩეველი მოატყუეს ყალბი ეგზიტპოლებით და ახლა რაღაცა გზებს ხლართავენ. რა უნდა თქვან? წავაგეთო, ვერ იძახიან, არც გეგმა აქვთ, რადგან პარლამენტში შესვლა უნდათ,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ოპოზიციის საპროტესტო გეგმებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ამბობს, რომ თუ პარლამენტის ბლოკირებას შეეცდებიან, პასუხი იქნება „კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური“.
|
ელზა პაპოშვილი 01.11.2024

ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის დაპირისპირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ ისინი გეგმას ორშაბათს წარადგენენ, ეს მათი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს და თქვეს, რომ მოქმედების დღის წესრიგის შესახებ სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.
|
ნატალია ჯვარიძე 01.11.2024

ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ხალხს სამოქმედო გეგმას დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე გააცნობენ, მათი მხადამჭერების დიდი ნაწილი გააღიზიანა. უკმაყოფილება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მოსახლეობაში გარკვეულწილად უნდობლობას აჩენს. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ გააჩნია და ემოციით მოქმედებს, რომელსაც მათივე აზრით, დიდი შედეგი არ ექნება.
|
ნატალია ჯვარიძე 01.11.2024

შეიძლება დონალდ ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს აანონსებს, რის პარალელურადაც, საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. დიდი აქცია ორშაბათს 19:00 საათისთვის დაიგეგმა, რაზედაც ოპოზიციურმა ფლანგმა სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა 31 ოქტომბრის ღამეს, თუმცა მათ შორის არ იდგა გიორგი გახარია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ გამოსვლებს ყოფილი პრემიერის გუნდიც უერთდება, თავად გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია.
|
ნატალია ჯვარიძე 31.10.2024

არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ საგამოძიებო მოქმედებებისთვის დაბარებული პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. იურისტები ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში, გარკვეული რეაგირება იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია, მისი იძულება გამორიცხულია, აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია: „ის არ არის რიგითი მოქალაქე, ის ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია."
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2024

ოპოზიცია და მესამე სექტორი 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების რამდენიმე მთავარ მიზეზს ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ იყო იმ სახის მასობრივი დარღვევები, რის გამოც არჩევნების შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. ეს დარღვევები კი მოქალაქეების დაშინებას, იძულებას და მათზე განხორციელებულ ზეწოლას ეხება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|