სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    26.09.2009

    მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად მცირდება. 2009 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 897 მილიონი ლარია. როგორი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი, თავდაცვის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

    რუსიკო მაჩაიძე
    25.09.2009

    მართალია, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი ჯერ კანონის დონეზეც კი არ არის გარანტირებული, მაგრამ, შესაძლოა, კანონი საერთოდ აღარ შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ ამ საკითხზე დაფიქრებაა საჭირო. ეს განცხადება კი, რატომღაც, ირაკლი ალასანიას მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა.

    სალომე გოგოხია
    25.09.2009

    სოხუმის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა გალის ქართველობის დაწიოკებით ცნობილ ვალმერ ბუთბას. იგი ამჟამად ერთ-ერთი ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წევრია და იარაღის უკანონო ტარებისათვის იყო დაპატიმრებული.

    ეკა გულუა
    25.09.2009

    ნარკოტიკების მომხმარებელი პატიმრები და მათი ახლობლები ანტინარკოტიკული კანონმდებლობის მიღებას უსასრულოდ ელიან. პარლამენტში კანონპროქტი შეტანილია, თუმცა განხილვის დაწყება ვერ ხერხდება.

    ეკა გულუა
    25.09.2009

    მთავრობა ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვას იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ საკითხი გაუაზრებელი და მოუმზადებელია. აღნიშნულის დასადასტურებლად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლს იშველიებს, რომლითაც ექიმის დანიშნულების გარეშე ალკოჰოლური სასმელების მოხმარება სამართალდარღვევად ითვლება და 100-ლარიანი ჯარიმობით ისჯება.

    ბექა ქურხული
    25.09.2009

    24 სექტემბერს, დილის 11-ის ნახევარზე, ქარელის რაიონ სოფელ დვანთან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების შედეგად საქართველოს შს კუთვნილი "პიკაპის" მარკის ავტომანქანა დაზიანდა, რომელიც მორიგ ოპერატიულ შემოვლას ახორციელებდა. შიდა ქართლის პოლიციის სამახარეო სამმართველოში განაცხადეს, რომ აფეთქება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით მოხდა. აფეთქების ძალა 20 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა.

    მარი ოთარაშვილი
    25.09.2009

    ალექსანდრ ზელიტი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და ირინა ზიტკინა - ე.წ. სამხრეთ ოსეთისავე ფინანსთა მინისტრი - სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობაში კოკოითმა წევრებად რუსები დანიშნა. თუმცა როგორც ქართველი კონფლიქტოლოგ-ექსპერტები "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, კოკოითს სულაც არ ეჭაშნიკება რუსები "ოსეთის რესპუბლიკაში", მით უმეტეს, რომ ისინი უშუალოდ კრემლის გამოგზავნილნი არიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფინანსების უკეთ გასაკონტროლებლად.

    რუსიკო მაჩაიძე
    24.09.2009

    "რეზონანსის" ინფორმაციით, პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის შეცვლას გეგმავს. მთავრობაში საკადრო ცვლილებები უახლოეს პერიოდში განხორციელდება და ადეიშვილს გვარამია შეცვლის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნება, რომელიც ამჟამად კახეთის გუბერნატორია. მის ადგილს კი პარლამენტარი გია არსენიშვილი დაიკავებს.

    გიორგი ფუტკარაძე
    24.09.2009

    მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ჯერ გამოცხადებულიც არ არის, პარტიები დედაქალაქის მერის კანდიდატურებს აქტიურად განიხილავენ. საერთო ოპოზიციური კანდიდატი რომ არ იქნება, ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც ალიანსმა საქართველოსთვის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წამოაყენა

    რუსიკო მაჩაიძე
    24.09.2009

    "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ალასანიამ მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებით "ოპოზიცია ფაქტის წინაშე დააყენა".

    თამთა ქარჩავა
    24.09.2009

    ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "თი-ბი-სი ტივის" სტუდიიდან ახალ გადაცემას "სიმართლის დროს" წაიყვანს.

    მარი ოთარაშვილი
    24.09.2009

    სეპარატისტული აფხაზეთი ტერაქტების მილოდინშია. არაღიარებულ "რესპუბლიკაში" იმის შიში აქვთ, რომ ქართული მხარე დღესასწაულს ჩაუშხამებს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter