სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    21.12.2009

    დაკავებულია ათამდე ადამიანი, გათავისუფლებულია იმერეთის გუბერნატორი და შეძრწუნებულია პრეზიდენტი, თუმცა არ იცვლება მთავარი - ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას და გამარჯვების მემორიალის დემონტაჟს უდანაშაულო დედა-შვილი, მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე და ეკა ცუცხვაშვილი შეეწირნენ.
    ორი დღის წინათ ტრაგედიის ადგილზე მისული გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე შველას ითხოვდა - "შვილი მომიკლეს, ხალხო, რა მეშველება?"
    ასევე, არ იცვლება ფაქტი, "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება",

    ირმა ჩაფიძე
    21.12.2009

    "ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვხვდები, - ეს ცნობილი ფრაზა ვარლამ არავიძის ლექსიკიდან დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი დონის ცხოვრების წესს წარმოადგენს. ისინი ყველაფერს ხედავენ, კი ხვდებიან, მაგრამ ადეკვატურად მოქმედებენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ძალადობა საკმაოდ დანერგილია, როგორც ქვეყნის მართვის ინსტრუმენტი, რაც ვერანაირ ხალისს ვერ მოუტანს ვერც ქვეყნის მოსახლეობას და ვერც ჩვენს პარტნიორებს.

    რუსიკო მაჩაიძე
    21.12.2009

    თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენისას იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავს, წინასწარი ხელმოწერების შეგროვება აღარ მოუწევს. ოპოზიცია ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, რადგან ეს პრინციპი ყველა სახის არჩევნებზე ვრცელდება და გამონაკლისს არც მერის არჩევნები არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, იმასაც აცხადებენ, რომ რომელიმე პარლამენტარის რომელიმე პარტიაში მიღება მხოლოდ ამ პრინციპის გამო არ უნდა მოხდეს.

    ნათია ახალაია
    21.12.2009

    "ირაკლი ალასანია ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა: პრაიმერის გარეშე, და გამოკითხვების მიმართ მაღალი ნდობის არარსებობის გათვალისწინებით, რამ უნდა გამოიწვიოს მის გარშემო ხმების გაერთიანება? ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთის "ჩაძირვა" და კომპრომეტირება. და ალიანსმა სწორედ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან წამოსული უარყოფითი სიგნალების, მათთან დაპირისპირების ფონზე უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის თავისკენ შემობრუნება.

    ია ანთაძე
    21.12.2009

    გასულ კვირას "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ობსერვაციის დირექტორი თორნიკე გორდაძე. ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს "რადიო თავისუფლების" ეთერში ია ანთაძემ დაუსვა.

    მარი ოთარაშვილი
    18.12.2009

    ახალგორის სკოლებში მომუშავე მასწვლებლებს და, შესაძლოა, ქსნის ხეობაში არსებული ყველა ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომელს იანვრიდან ოფიციალური თბილისი ხელფასს აღარ ჩაურიცხავს. როგორც ადგილობრივები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, ახალგორში დარჩენილი მოქმედი სასწავლო ორგანიზაციები თუ წეროვანში არ გადაბარგდნენ, მათი თანამშრომლები უხელფასოდ დარჩებიან.

    რუსიკო მაჩაიძე
    18.12.2009

    ვინ იქნება სასჯელაღსრულების მინისტრი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს და, როგორც ჩანს, პრემიერს გადაწყვეტილებას ორკვირიანი ვადის ბოლო წუთებში მიაღებინებენ. მაგრამ უკვე იმის მოლოდინიც არსებობს, რომ შაშკინი ამ უწყების პირველი და უკანასკნელი მინისტრი იყო და მისი შემცვლელის დასახელება იმიტომ არ ხდება, რომ ამ სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება.

    ია აბულაშვილი
    18.12.2009

    ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში დასრულდა. პირველი მნიშვნელოვანი შეფასებაც გაკეთდა, რომ ეს ვიზიტი ახალი საწყისია ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობაში. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს თავად რასმუსენი და აცხადებს, რომ გლობალური შეთანხმებები ვიზიტისას მიღწეული არ იყო და თავისი ვიზიტი მან "ოთხიანზე" შეაფასა.

    ელზა წიკლაური
    18.12.2009

    რუსეთმა გუდაუთაში მე-7 სამხედრო ბაზის მშენებლობა პრაქტიკულად, უკვე დაასრულა. ბაზის სრული აღჭურვა მიმდინარე წლის დასაწყისში იგეგმება. დაახლოებით 2 წელიწადში კი გუდაუთის სამხედრო ბაზა შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთი დიდი სამხედრო ქალაქი გახდება. აქედან მზიან ამინდი თურქეთის სანაპიროსაც კი დაინახავთ, - ასე შეაფასეს რუსმა ჟურნალისტებმა გუდაუთის სამხედრო ბაზა, სადაც ოკუპანტმა სამხედროებმა ისინი პირველად შეუშვეს.

    თამთა ქარჩავა
    18.12.2009

    "კონსერვატორები" კვლავ მოუწოდებენ "ალიანსის" წევრებს, მონაწილეობა მიიღონ პრაიმერში, რომელიც თბილისის მერობაზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გამოავლენს. თავად "კონსერვატორთა" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ კოლეგა ოპოზიციონერები და მათ შორის "ალიანსის" გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება.

    მარი ოთარაშვილი
    18.12.2009

    ალან ხუგაევი, ალან ხაჩიროვი, სოლტან პლიევი, რადიკ იკაევი და მაირბეგ თედეევი - "ოფიციალურმა" ცხინვალმა 2 დღის წინ ჩასულ ქართულ დელეგაციას სწორედ ამ ადამიანთა სია გამოატანა. მართალია, დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებაზე კატეგორიულ უარზე არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ცხინვალი ხმიდაშვილსა და ბუჩუკურს ტყვვეობიდან არ უშვებს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე გამუდმებით იუწყებიან ოსური მედიასაშუალებები.

    თამთა ქარჩავა
    17.12.2009

    ადვოკატთა პროფკავშირებმა ადვოკატ ნათია სირაძის გათავისუფლების მოთხოვნით საგაფიცვო კომიტეტი შექმნეს. ადვოკატთა საგაფიცვო კომიტეტი აპირებს პროტესტის ყველა ფორმას მიმართოს, რათა სასამართლომ ნათია სირაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
    ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლები საადვოკატო სფეროში შექმნილ ვითარებას კრიტიკულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება დამამცირებელია.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter