თამთა ჩაჩანიძე
27.09.2023

ეროკავშირი უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებს თუ როდიდან შეიძლება დაიწყოს უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკება - ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ეს კონკრეტული დრო ამა წლის შობამდეა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ია აბულაშვილი
27.09.2023

პოლიტიკური სეზონი დაიწყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ ძალთა ქმედებებში რადიკალური ცვლილებები არჩანს, თუ არ ჩავთლით ცალკეულ პოლიტიკოსთა მხრიდან გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს, რომ 2024 წელი იქნება სწორედ საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი.

ელზა პაპოშვილი
26.09.2023

აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, სულ უფრო ხშირად კეთდება მინიშნებები, რომ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას საპარლამენტო ოპოზიციაშიც ჰყავს მხარდამჭერები. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვებას? ანალიტიკოსები ამაზე წინასწარ ვერაფერს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ წესით პრეზიდენტის გადაყენება არც „ოცნებას“ უნდა აწყობდეს და არც ენმ-ს.

ნაზი ბერიძე
26.09.2023

ყარაბაღის მოვლენებს ცხინვალსა და სოხუმში შეშფოთებით ადევნებენ თვალს. სეპარატისტული რეჟიმების განხილვის მთავარი საგანია ახალი, შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა რეგიონში და მათი პერსპექტივა ასეთ ვითარებაში. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მსჯელობისას ხშირად საუბრობენ მოვლენების განვითარების ორ შესაძლო სცენარზე, რომელიც, სეპარატისტთა შეფასებით, საკმაოდ რეალურია და რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2023

პარტიამ „საქართველოსთვის", პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა და შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას კომსიის შექმნისათვის საჭირო 50 ხმის მოგროვება არ გაუჭირდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციას მაინც გაუჭირდება „ოცნების" პოლიტიკურ პასუხისმგებლობამდე მიყვანა.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2023

ბოლო პერიოდში სოციოლოგიური კვლევები არ გამოქვეყნებულა და და ჯერჯერობით უცნობია მოცემულ მომენტში რა რეიტინგი აქვთ პოლიტიკურ ველზე მყოფ აქტორებს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეისათვის „ქართული პოლიტიკა გაღარიბებულად გამოიყურება" და თუ პოლიტიკური ჯგუფები სათანადოდ არ გააქტიურდნენ, 2024 წელს არჩევნებზე ორი-სამი პარტიის გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.

თამთა ჩაჩანიძე
25.09.2023

ერევანში პროტესტის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს - ყარაბაღის ამბების გამო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, ქუჩებს კეტავენ და ხალხს მოუწოებენ, რომ შეუერთდნენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი ახლა სომხეთის ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, რადგან ხედავს, რომ რეგიონში გავლენები უსუსტდება და იმის შესაძლებლობები იხსნება, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო გააქტიურდეს.

ნაზი ბერიძე
25.09.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს - ამჯერად ტურნეს ბალტიისპირეთში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად მართავს.

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2023

„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში", - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე. მთავრობის მეთაურმა ვრცელ მიმართვაში საქართველოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ელზა პაპოშვილი
24.09.2023

რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე - ეს საკითხი პარასკევს ღამით გლდანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის მსგავსი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება, მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციებიც, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ დესტაბილიზაციის იმიტაცია იქნება.

ნაზი ბერიძე
24.09.2023

უახლოეს პერიოდში უკრაინულმა არმიამ შესაძლოა საბრძოლო დრონებით თავდასხმა განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს ინფორმაცია  რუსულმა „ტელეგრამ“ არხმა „ლეგიტიმნი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, ამ გეგმას აქტიურად ლობირებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ და დარტყმების სამიზნე იქნება აფხაზეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უფრო კონკრეტულად კი სოხუმის აეროპორტი, რომლის აღდგენასაც რუსები გეგმავენ.

ნაზი ბერიძე
23.09.2023

საქართველოს პრეზიდენტს ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. სალომე ზურაბიშვილის მიერ პოზიციის ასეთი ცვლილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის. ამასთან, იურისტთა შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×