თიკა სიბოშვილი
24.08.2021

საქართველო პანდემიის პირობებში ინვესტიციების დიდ ნაკლებობას განიცდის, რადგან ქვეყანაში ძლიან მცირე უცხოური კაპიტალი შემოდის. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს დადებითი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. იმ შემთხვევაში თუ პანდემია მართლაც უკან დაიხევს და მდგომარეობა გამოსწორდება, საინტერესოა რამდენად რეალური შანსი ექნება საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად?

პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად დიდი ზიანი მოუტანა. მდგომარეობის გამოსწორება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოსწორდება. იმის მიუხედავას, რომ ქვეყანაში ვირუსი ჯერ კიდევ გააქტიურებულია და ქვეყანაში შეზღუდვების ისევ მოქმედებს ეროვნულ ბანკს მაინც დადებითი პროგნოზი აქვს.

,,2022 წლიდან, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების კვალდაკვალ, საგარეო მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, თუმცა ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორად კვლავ შიდა მოთხოვნა რჩება", - აცხადებენ საქართველოს ცენტრალურ ბანკში.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სებ-ის პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ ქვეყანაში აცრების რაოდენობა მოიმატებს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებულ იქნება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსოწრდება და შეზღუდვები არ იმოქმედებს.

დადებითი პროგნოზი აქვს „კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანს სოსო ბერიკაშვილსაც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი გააჩნია, თუმცა რაღაც ფაქტორები შესაცვლელია.

„საინვესტიციო ბაზარის გააქიურებაში თუ იგულისხმება იმაზე უკეთესი მდგომარეობა ვიდრე წელს არის სწორია, რადგან წკევანდლეი და გასული წლის მდგომარეობა ამ იმართულებით ძლიან მძიმეა. საქართველოს ნამდვილად აქვს ინვესტიციების მოზიდვების პოტენციალი უბრალოდ რაღაცები უნდა შეიცვალოს.

ზოგადად ნებისმიერი შეზღუდვა და ახალი რეგულაცია ცუდია, თუმცა თუ რაიმე ახალი დაწესდება იქნება ახლა, უახლოეს მომავალში, ხოლო შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად სწრაფად წავა ვაქცინაციის პროცესი და როგორ იქნება ეპიდ მდგომარეობა, ამიტომაც მომავალი წლისთვის საშუალო ვადიან პერიოდში უვკე შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ბერიკაშვილმა.

როგორი იქნება მომავალი თვეები საბოლოოდ მაინც პანდემიასა და მის გავრცელებაზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყანა რომ კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გაუძლებს ფაქტია. საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის კი ინვესტიციებს დიდი როლი აკისრია, ამიტომ ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ 2022 წლიდან საინვესტიციო აქტივობამ მნიშვნელოვნად მოიმატოს.

ფინანსისტს რამაზ გერლიანს მაინცდამაინც პოზიტიური პროგნოზი არ აქვს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ იმ შეზღუდვების ფონზე, რაც ქვეყანაშია პრაქტიკულად შეუძლებელია ინვესტიციების გაზრდა.

„ამ შეზღუდვების ფონზე პრაქტიკულად შეუძლებელია საინვესტიციო ბაზრის გაზრდა, ამავდროულად პრობლემაა, რომ ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული, ასევე საფრთხეა პოლიტიკური მიმართულებით ცვლილებები და ყველა ამ პირობის გათვალისწინებით აქტივიზაცია საინვესტიციო მიმართულებით ცოტა რთული იქნება.

მოკლევადიან პერიოდში, მანამ სანამ პანდემიური პროცესი ისევ მიმდინარეობს ეს არის ყველაზე მთავარი შემზღუდავი ფაქტორი ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ამავდროულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიმართულება, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე", - აღნიშნა გერლიანმა „რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ ხშირი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა ხელისშემშლელი ფაქტორია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„ერთი პოლიტიკური ძალის პირობებში ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური ტიპის ცვლილებებს მუდმვად. მაგალითად კაბინეტში იცვლება ერთ-ერთი წევრი და უკვე ვხედავთ მთლიანი პოლიტიკის გადახედვას, ასე იყო, როდესაც გავაჩრეთ ანაკლიის პორტის პროექტი, მეორე პრემიერის შემთხვევაში გააჩერეს ნამახვანე, მესამეს შემთხვევაში კი აბრეშუმის ციფრული გზა. გამოდის, რომ ყველა პრემიერისა და იგივე ხელისუფლების პირობებში იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა, შესაბამისად ეს ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორია ჯანსაღი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენთან კერძო საკუთრება ბოლომდე ფორმირებული არ არის", - დასძინა გერლიანმა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლები იყო 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ცალკეული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, მეორე ადგილზეა სამთო მოპოვება - 100 მილიონი დოლარით, მესამეზეა უძრავი ქონება - 71.8 მილიონი დოლარით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით შემოსული 616.9 მილიონი დოლარიდან 400 მილიონი დოლარი საფინანსო სექტორში ჩაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა ქვეყანამ წარმოებისა და რეალური სექტორის განვითარებისთვის ვერ გამოიყენა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×