"საფრთხე ემუქრება საქველმოქმედო და ინფრასტურტურული პროექტები ნაწილს, რადგან ფინანსების მოძრაობა შეწყდება“
ქეთო გოგოხია
08.07.2022

ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას გამოიწვევს და სერიზოულად დააზარალებს ინფრასტრუქტურას, რომელიც ქართველი მილიარდერის აქტივებით არის შექმნილი. მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილი სანქციების საკითხს  შვეიცარული ბანკის  მცდელობად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ბანკის მხრიდან გადასახადის გადახდისთვის თავის არიდებას, რის გამოც უსაფუძვლოდ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია.

ეკონომისტები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ალბათობას საერთოდ გამორიცხავენ. ანალოგიური მოსაზრება აქვთ იურისტებს, რომელთა შეფასებითაც, შეუძლებელია სანქცია დაუწესდეს ქონებას, რომლის აქტივებიც რუსეთში ფიზიკუარდ არ ფიქსირდება. ამიტომ  უცხოელ კანონმდებლებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ, ეს ფული თავიანთ ქვეყნებში გააჩერონ და არ გადამოირიცხოს საქართველოში, რის მცდელობასაც ოპოზიციციის ნაწილი და შვეიცარული ბანკის წარმომადგენლები არ აკლებენ.

როგორც ცნობილია, იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დიმ“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, განცხადება გაავრცელა, სადაც  საუბარია ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში ბანკის მხრიდან დარღვევებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია. რიგი გარემოებები ივანიშვილს აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად, შვეიცარული ბანკის წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მოჰყავთ მიზეზად და ყველაფერს აკეთებენ, რომ მკაცრი ზომები გატარდეს პირადად ივანიშვილის მიმართ, რაზეც  ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც მისი ფონდი ახორციელებს. ეს არის ირიბად პრობლემების შექმნის მცდელობა ქართველი ხალხისთვის.

ანალოგიური მოსაზრებისაა ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელიც სანქცირების შემთხვევაში სწპრედ ინფრასტრქუტურული და საქველმოქმედო პროექტების შეჩერების საფრთხეს ხედავს, თუმცა ამავე დროს იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა, ვინაიდან არანაირი იურიდიული საფუძველი სანქცირებისთვის არ არსებობს.

,,ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცენატს, ჩვენს ქვეყანაში მოაქვს ფული. ვიცით, რასაც ხარჯავდა იგი საჩხერეში, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში, გამოჩენილი ადამიანების დაფინანსებაში და სხვა. ოფიციალურად არსებობდა რამდენიმე ფონდი, საიდანაც  ხელფასივით იღებდნენ ფულს, რასაც ვერ უარვყოფთ.

დღესაც ანალოგიური მიდგომა გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი ფინანსდება სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ. თვალში საცემია ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელთა სახელი ივანიშვილს უკავშირდება. სახელმწიფო სისტემამ როგორ მიხედა, ეს უკვე სხვა საკითხია. ასეთი პროექტებს საფრთხე ემუქრება, რადგან სანქცირების შემთხვევაში ფინანსების მოძრაობა შეწყდება“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ  ივანიშვილისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესება, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვევს პრობლემებს, რის გავლენასაც დროთა განმავლობაში ყველა იგრძნობს.

,,არასწორია, როცა სანქციები პოზიციის ან ოპოზიციის განხილვის საგანია, არავის უნდა გაუხარდეს, თუკი ივანიშვილს  სანქციებს დაადებენ. ეს ფული არის კონკრეტულად სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში, საზღვარგარეთ არსებული წილებში, რომნელიც რუსეთის გარეთაა. ამიტომ სანქციებზე საუბარი არარეალურია, როცა  ფული დაბანდებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ, არც რუსეთში და არც პრორუსულ ქვეყნებში. თუ იქ გაჩერდება ეს ფული, სჯობს, ჩვენს ქვეყანაში დაიხარჯოს.

თუკი ბიძინა ივანიშვილს დასახაჯი ფული აღარ იქნება და ვერც ინფრასტრუქტურაში ჩაიდება რესურსი, ეს ყველაფერი დააკლდება ქვეყანას, რეალურ სავაჭრო ბრუნვას და ეკონომიკა დაზარალდება, ამიტომ მტკივნეულად იგრძნობს ქვეყანა. მიმაჩნია, რომ არ უნდა გვიხაროდეს, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიძინა ივანიშვილს, ასეთ პოზიციას მე არანაირად არ დავუჭერდი მხარს“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა ,,რეზონანსთან“.

რაც შეეხება წმინდა ეკონომიკურ ზარალს,  ეკონომისტების აზრით, ამ საკითზე შეფასებები გადაჭარბებულია და ივანიშვილის მიმართ ამ ზომებს რეალურად ვერ გაატარებენ,  რადგან მას არ აქვს კაპიტალი რუსეთში, რაც შეიძლება სანქციების საბაბს წარმოადგენდეს. ასე ფიქრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე, რომელიც ეკონომიკაზე რაიმე უარყოფით გავლენას გამორიცხავს და ამბობს, რომ სანქცირები შვეიცარული ბანკის მხრიდან ქართული საზოგადოებისთვის თავსმოხვეული საკითხია, რომელსაც  რეალურად ვერ გაატარებენ.

,,ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება სრულიად უსაფუძვლოა. ჯერ გაუგებარია, რაზეა ატეხილი ერთი ამბავი, როცა ქართველი ბიზნესმენი ოფიციალურად არ არის სანქცირებულთა სიაში შეყვანილი. არსად გამიგია და არ მინახავს მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ. ეს არის მცდელობა შვეიცარული ბანკის მხრიდან, რომ დაკისრებულ ვალდებულებას, სასამართლოს გადაწყვეტილებას  თავი აარიდოს და ამისთვის  მაქინაციებს მიმართავს.

არც ერთი ქვეყანაში, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უთქვამს, რომ სანქციები დაუწესდება ივანიშვილს, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას არ ველოდები. ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს. მაშინ უნდა თქვან, ბიძინა ივანიშვილი რა ქონებას ფლობს რუსეთში, რის გამოც შეიძლება შეზღუდვები დაუწესდეს“, - განუცხადა,,რეზონანსს“ კაპანაძემ.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულ საადვოკატო ბიუროში აცხადებენ, რომ "კრედიტ სუისისგან" მორიგი შეზღუდვების შესახებ წერილი 5 ივლისს მიიღეს. კომპანია უპრეცედენტოს უწოდებს ივანიშვილისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციას და მას ბანკის იმიჯის შემლახავად აფასებს:

,,აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×