"ერთ დღეს მართვის მოწმობა ყველას რომ ჩამოვართვათ, ამ ქალაქში საცობები მაინც იქნება"
თიკა სიბოშვილი
03.10.2023

საცობები დედაქალაქისთვის, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა. თბილისში გადატვირთულმა მოძრაობამ ყოვლდღიური სახე მიიღო და ამას მოქალაქეებიც შეეგუენ. გაუვალ ქუჩებში საათობით დგომა დროის ფუჭი კარგვაა და ამას გარდა, სხვადასხვა სახის პრობლემებსაც იწვევს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზეc. კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ წელიწადში რიგით თბილისელს 240 საათის გატარება უწევს საცობში.

გადატვირთული მოძრაობას და საცობებს თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით, თუმცა ამ მხრივ საქაართველო ლიდერობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ კვლევაში ნათლად იკვეთება, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანი თავისი ცხოვრების 10 დღეს ფუჭად საცობში კარგავს. თბილისში მგზავრობისას ადამიანს თვეში მინიმუმ 20 საათის, წელიწადში კი 240 საათის გატარება უწევს საცობში, იმის გათვალისწინებით თუ გზაში მინიმუმ 1 საათი ფერხდება.

ევროკავშირის სახელმწიფოთა დედაქალაქებში ეს რიცხვი 10-ჯერ ნაკლებია. მაგალითად, ამსტერდამში წელიწადში 30 საათი დგანან საცობში, ბრატისლავაში - 29, პრაღაში, ბუდაპეშტში და ჰელსინკში - 24, ხოლო ლისაბონში - 22 საათი. შედარებით რთული ვითარებაა 3-მილიონიან რომში. იქ მძროლები და მგზავრები წელიწადში 165 საათი დგანან საცობში, რაც თბილისზე 75 საათით ნაკლებია.

როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, საცობები სხვადასხვა გარემოებების გამოა ჩნდება, რაც ჩვენს ქვეყანაში მრავლად არის. პრობლემის მოსაგვარებლად კი, ამ საკითხებზე მუშაობა მუდმივად უნდა მიდიოდეს და არა ფრაგმენტულად.

„საცობების შექმნის რამდენიმე ფაქტორი არსებობს და ყველა არსებული ჩვენ ერთად გვაქვს. ყველაზე მთავარი, არის ცოდნა, როგორც მძღოლების, ისე ინფრასტრუქტურის მომწყობების. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის პარკირება და მისი არარსებობა. გზები ვიწროვდება, პარკინგის სივრცეები პატარავდება. არ არსებობს სართულიანი, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირებები, რაც ავტომობილების განთავსებას უზრუნველყოფდა

ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად მოქმედებს მანქანების რაოდენობა, რადგან გაცილებით მეტი რაოდენობის მანქანა ჰყავს ევროკავშირის ქვეყნებს, მაგალითად,  გერმანიას, მაგრამ იქ ასეთი პრობლემა არ არის.

ერთ დღეს მართვის მოწმობა ყველას რომ ჩამოვართვათ, საცობები მაინც იქნება, რადგან მოძრავი ავტომობილები სადღაც უნდა დადგეს. ძირითადი პრობლემა არის გაჩერება, რაც ავიწყოვებს ქუჩებს და ქმნის გაუვალ სიტუაციას. რჩება ერთზოლიანი გამავალი გზა და იმ ერთ ზოლში ერთი ადამიანი, რომ აპარკინგებდეს ან გამოდიოდეს, უკვე საკმარისია კაპილარი გადაიკეტოს და შეიქმნას საცობი“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ არ შეიძლება გზების დავიწროვება, რადგან ეს ქმნის პრობლემებს.

„უბანში შიგნით მოძრაობა როგორღაც ხერხდება, თუმცა პრობლემა არის სხვა უბნებთან დაკავშირება. ჩვენს უბნებს, აქამდე ჰქონდა დამაკავშირებელი, ფართო გზები. ეს ყველაფერი როგორც იყო გათვლილი უნდა დარჩენილიყო ისე, რადგან ის გზები (რაც ახლა უკვე შეიცვალა) ერთგვარი ხიდები იყო. არსებული კაპილარების დავიწროვება, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის.

ჩვენი ტერიტორიული მოწყობა, სხვა ქვეყნებისგან განსხვადება. თუ გერმანელი სამსახურთან ახლოს იქირავებდა ბინას, ჩვენთან ასე არ ხდება. შეიძლება ერთ კონკრეტულ უბანში ცხოვრობდე, მაგრამ ხუთი უბნით შორს მუშაობდე, რის გამოც მუდმივი გადაადგილება გიწევდეს.

ბუნებრივად ისეთი მოწყობა აქვს ჩვენს ქალაქს, რომ ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს ამდენი უბნის კომფორტულ და დროულ გადაკვეთას. ამის გამო, მანქანა ყველაზე კომფორტულ ტრანსპორტად რჩება და დარჩება მომავალშიც. ყველა ამ არსებული ფაქტორის გათვალისწინებით უნდა აეწყოს ქალაქი“, - დასძინა მელაძემ.

თბილისის მერია, საცობების პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით ებრძვის, თუმცა რამდენად კარგად მუშაობს შემუშავებული მოდელი ეს კიდევ საკითხავია, რადგან პიკის საათში, მეტროთი ან ავტობუსით გადაადგილება დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ადამიანებს ყოველდღიურად უამრავი დრო და რესურსი ეხარჯებათ საცობში დგომით.

სატრანსპორტო დარგის სპეციალისტი შალვა ბუაჩიძე იმ საკითხებზე საუბრობს, რაც არსებულ მდგომარეობას აუარესებს. მისი შეფასებით, საავტომობილო პოლიტიკა და მძღოლების ცოდნას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

„ქალაქში არსებულ საცობებში ყველას თავისი ცუდი წვლილი აქვს - დაწყებული მერიიდან, გაგრძელებული ჩვენი საავტომობილო პოლიტიკით, რაც არსებულ რეალობას არ შეესაბამება და დასრულებული მძღოლებით.

ჩვენი ქალაქი არ არის ამდენ მანქანაზე გათვლილი. მაგალითად, დიდი დიღომი ასეთი განაშენიანებული არ იყო. მთავარ ქუჩაზე თავიდან მხოლოდ კიდეებზე იყო კორპუსები, მაგრამ ახლა იქ მთელი ქალქია აშენებული და ხდება უბედურება. გასათვალისწინებელია უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც ძალიან დიდი ხანია, რაც დაიწყო და გრძელდება. ეს ქუჩა არის ერთ-ერთი უმთავრესი დამაკავშირებელი და ამდენი ხანი მისი ჩაკეტვა არ არის სწორი. ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც მივღეთ საცობები. მსგავსი საკითხები უნდა გვარდებოდეს დროულად.

ასევე ყაზბეგის ქუჩიდან, თამარაშვილზე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც მოხდა ახლახან. დაემატა ავტობუსის რაც ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყაზბეგის ქუჩიდან, თამრაშვილზე შემხვევი დარჩა მხოლოდ ერთი ზოლი, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი მოძრაობს. ეს არის არასწორი, პარარელურად ბევრი ქუჩაა, ზოგ მძღოლს სულაც არ სურს, თამარაშვილის ქუჩაზე გასვლა და პირდაპირ უნდათ გზის გაგრძელება, მაგრამ არსებულ რეალობაში ეს უკვე შეუძლებელია. ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ საცობები იწყება ქავთარაძის ქუჩიდან“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ბუაჩიძემ და დასძინა, რომ კანონების გამკაცრება მნიშვნელოვანია.

„ასე გარძელება არ შეიძლება და უნდა მივღოთ რაიმე კანონი, შესაძლოა ეს იყოს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მანქანა ასე არ უნდა დადიოდეს. უნდა გამკაცრდეს ტექ დათვალირება ან უნდა შემოვიღოთ ევრო-5-ის სტანდარტი, რომ რეალობა ცოტა შევამსუბუქოთ.

მძღოლების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, უნდა ვისწავლოთ, როცა შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენი მძღოლების დიდი ნაწილი ძალიან ცუდად მართავს მანქანას, რაც თავისთავად იწვევს პრობლემებს და ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმას, რაც დღეს გვაქვს“, - დასძინა ბუაჩიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×