სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    09.02.2018

     თუკი დოლარის ინდექსის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდება, ის გარკვეულ გავლენას ლარზეც მოახდენს. ლარის გამყარების ტენდენცია მინიმუმ მაისამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ კურსი 2,35-2,38 ფარგლებში იტრიალებს.

    როგორც საფონდო ბაზრის სპეციალისტი ნიკა შენგელია განმარტავს, გამყარების პერიოდი 2-3 თვე გასტანს და შემდეგ პროცესი პირიქით შეტრიალდება.

    "იმ შემთხვევაში, თუ დოლარის ინდექსის დაცემა გაგრძელდა და მაჩვენებელი 0,88-ზე ჩამოვა, არ გამოვრიცხავ, რომ ლარი 2,35-მდეც გამყარდეს. ამ ეტაპზე ყველა მონაცემი და პარამეტრი აჩვენებს, რომ ფინანსურ ბაზრებზე მაისის შემდეგ დოლარის ინდექსის მატებაა მოსალოდნელი. 

    უახლოეს პერიოდში ლარმა 2,38-იანი მიჯნა თუ გაარღვია, როგორც აღვნიშნე, 2,35-მდეც ჩამოვა. მაისიდან კი საპირისპირო პროცესს ველი. 

    აუცილებლად მოხდება ქვეყნიდან დოლარის გადინება, მით უმეტეს, ქალაქის მერია აპირებს ახალი ავტობუსების შემოყვანას, რაც 45 მილიონამდე ჯდება. იმდენად პატარა ეკონომიკა გვაქვს, რომ 10-15 მილიონიანი ტრანზაქციებიც კი ახდენს გაცვლით კურსზე გავლენას", - აცხადებს შენგელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter