სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    12.02.2018

     ფინანსისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" საჭიროებას ვეღარ ხედავს, რადგან მან თავისი მისია ამოწურა. ამიტომ მის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა. 

    დიდი ხანია, რაც მოსალოდნელი გარიგების შესახებ საზოგადოებაში საუბრობენ. საქმე ისე მიდის, როგორც ტელევიზიის შემთხვევაში, როცა "ჯიდიესი" ივანიშვილმა მეორე მილიარდერის - პატარკაციშვილების ოჯახის ტელევიზიას მიუერთა. სავარაუდოდ, იგივეს აკეთებს "ქართუ ბანკთან" მიმართებაშიც. ივანიშვილის ქონებას კიდევ ერთხელ შეიძენს პატარკაციშვილების ოჯახი "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით.

    არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი, ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით საბანკო ბაზარზე არსებული ვითარება მილიარდერისთვის, სავარაუდოდ, მისაღები არ არის.

    "როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ამ ბანკმა აზრი დაკარგა და გადაწყვიტა მიყიდოს ისეთ ბანკს, რომელიც იქნება ცალკე მსხვილი მოთამაშე და კონკურენციას გაუწევს იმ ორ მსხვილ ბანკს, რომლებიც საფინანსო ამინდს ქმნიან ქვეყანაში. ვფიქრობ, ივანიშვილისთვის რენტაბელური აღარ არის ბანკის ფლობა", - აცხადებს ბერძენაძე. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved