სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    07.11.2018

     "საქართველოს ბანკის" - ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან TEDxTBILISI და TEDxYOUTH TBILISI ერთად გაიმართება. "საქართველოს ბანკი" უკვე მეექვსე წელია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. "საქართველოს ბანკი" მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს გააცნონ საქართველო მსოფლიოს. "საქართველოს ბანკისათვის" მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.

    როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, TEDxTBILISI და TEDxYOUTH TBILSIS  2018 წლის 1 დეკემბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთდღიანი კონფერენცია "თედექს" არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის - "თედის" (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

    "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორ ხათუნა კაკაბაძის შეფასებით, "საქართველოს ბანკისთვის", როგორ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა.

    "საქართველოს ბანკის" მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორცილებულა განათლების მიმართულებით და მომავალშიც განხორციელდება. სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკვე მეექვსე წელია, რაც "საქართველოს ბანკი" TEDxTBILISI-ის გენერალური სპონსორი და პარტნიორია. მოგეხსენებათ, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული და საინტერესო პლატფორმა, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი საინტერესო ხედვა და იდეები გააცნონ როგორც საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.

    TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებლის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ, 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის - ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარდგება 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტმომხმარებლის წინაშე. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2018 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 7 ნოემბრიდან ონლაინ პორტალის -www.tkt.ge. მეშვეობით. ბილეთის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

    მერი გაბაშვილი,TEDx  თბილისის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: "დღეს ჩვენ ვაანონსებთ TEDx თბილისის რიგით მეექვსე ღონისძიებას, რომელიც ჩატარდება პირველ დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მოხდება TEDxTBILISI და TEDxYOUTH TBILISI  გაერთიანება, რაც ვფიქრობთ, მეტად საინტერესოს გახდის ღონისძიებას ჩვენი მაყურებლებისათვის. TEDxTBILISI არის საერთაშორისო ცნობილი ბრენდის - TED-ის ადგილობრივი, შვილობილი ორგანიზაცია. ჩვენ ყოველწლიურად ვუწევთ ორგანიზებას ინოვაციურ კონფერენციებს იმ მიზნით, რომ წარმოვაჩინოთ საინტერესო იდეები, ამ იდეების ავტორები და ამ გზით ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და საზოგადოების განვითარებას".

    "საქართველოს ბანკთან" ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია "პრემიუმ ივენთსი" და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ ნატა ასათიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

    "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დიდი ზეიმია და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა, რომ TED-ის ორივე ღონისძიება - როგორც სტანდარტული, ასევე ახალგაზრდული, სწორედ უნივერსიტეტში ჩატარდება. ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. სპიკერები საინტერესო პროგრამას დიდი ინტერესით დაველოდებით", - აღნიშნა ნატა ასათიანმა.

    TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი  TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს, სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას.  TED არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved