სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფინანსისტის პროგნოზი: "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომოქტომბერ-ნოემბერში კურსი 2,85-იან ნიშნულს მიაღწევს"
    მარი ჩიტაია
    14.05.2019

    ლარის სტაბილურობას ისევ საფრთხე ემუქრება. სპეციალისტებილარის 2,80-იან ნიშნულამდე გაუფასურებას პროგნოზირებენ.მთავრობის არგუმენტი, რომ კურსი გამყარდება, საკმაოდარადამაჯერებელია. პრობლემას ბოლო დროს მეზობელ ქვეყნებშიეროვნული ვალუტების გაუფასურებაც აღრმავებს. ამ მხრივგანსაკუთრებით თურქულ ლირას უჭირს.

    ბოლო 1 თვეში მეზობელი ქვეყნის ვალუტა დოლარის მიმართ 5,68-დან 6,13-მდე დაეცა. ამავე დროს თურქეთში არის 20%-იანი ინფლაცია. ლირა კიდევ რომ გაუფასურდეს და ლარიც დევალვაციაშიაჰყვეს, ქვეყანას სერიოზულ  პრობლემას მოუტანს. ეს უკვე ზღვარია,რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, რომ თურქებიშემოდიან, შემოაქვთ საქონელი და გააქვთ დოლარი, რაც ლარისგაუფასურების პროცესს აჩქარებს.

    შეიძლება ლარი ამჯერადაც მართლა დასტაბილურდეს, როგორცამის პირობას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იძლევა, მაგრამ მაღალნიშნულზე კურსის გაჩერება ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის.რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ლარისგაუფასურება დროებითი მოვლენაა და ის თავისით აღმოიფხვრება.

    "ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსთვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არგვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რამე გაუფასურებასთან გვქონდესსაქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდაგვქონდა, ექსპორტი მატულობს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება," -განაცხადა მინისტრმა.

    გუშინ კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარება შეაფასაეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც და აღნიშნა, რომდედოლარიზაციის პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურსგახდის ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    "საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ნიშნავს, რომმოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობა. უფრომნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დაბალი დასტაბილური ინფლაცია. ეს საქართველოში არის კიდეც, მოკლევადიანდა გრძელვადიან პერიოდშიც ასე იქნება.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 10 პროცენტულიპუნქტით მოხდა დოლარიზაციის შემცირება როგორც სესხების, ასევევალდებულებების, დეპოზიტების მიმართულებით. ეს უფრო და უფრონაკლებად აქტუალურს გახდის საკითხს გაცვლით კურსთანმიმართებით", - განაცხადა გვენეტაძემ.

    ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე პერიოდში ლარის კურსზეგავლენა მოახდინა უცხოური ვალუტის გადინებამ და მეზობელ ქვეყნებში არსებულმა სავალუტო პრობლემამ. სპეციალისტების ერთი  ნაწილი ლარის გაუფასურებას ძირითადად მაინც ეროვნული ბანკის ინტერვენციებს უკავშირებს. ისინი კურსთაშორის ცვლილების მიზეზად დოლარის შესყიდვას და მიმოქცევაში ლარის მასის ზრდას მიიჩნევენ.

    ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ საშუალოვადიანპერიოდში კურსი, შესაძლოა, 2,80-ის ფარგლებში დაფიქსირდეს. წლისბოლომდე კურსი შეიძლება სტაბილური იყოს, მაგრამ ამისთვისეკონომიკური პარამეტრები უნდა შეიცვალოს, რაც ჯერჯერობითმოსალოდნელი არ არის.

    "მიმდინარე პერიოდში ლარს სტაბილიზაციის შესაძლებლობანამდვილად აქვს, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრიხელს უწყობს - ფინანსური ნაკადები გაზრდილია, ტურისტებისრაოდენობაც მატულობს და სხვა, რაც კურსის გამყარების ერთ-ერთიმთავარი პირობაა. ვფიქრობ, საშუალოვადიან პერიოდში კურსი2,60-ის ფარგლებში უნდა დასტაბილურდეს, მაგრამ აქამდე ჯერადრეა.

    ახლო მომავალში ალბათ არაფერი შეიცვლება. მით უმეტეს,თვის ბოლოს უფრო კრიზისული მოთხოვნაა ფულზე, ფინანსურივალდებულებების შესრულების პერიოდი ახლოვდება კონვერტირებადვალუტაში და ეს ფაქტორი კურსზე უარყოფითად აისახება. ასე რომ,მოკლე ვადაში დაახლოებით 2,80-მდე აიწევს, შემდეგ კურსირამდენიმე პუნქტით უკან ჩამოვა.

    თურქული ლირის გავლენას რაც შეეხება, ამას იმპორტირებულიკურსის ცვლილებას ვეძახით ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, კურსის ცვლილებას ლარი დიდადვერ აჰყვება, პირდაპირ ეს პროცესი არ აისახება, თუმცა გავლენამაინც ექნება. ჩემი აზრით, ვალუტის სტაბილიზაცია წლის ბოლომდეშესაძლებელია, მაგრამ 2,65-ზე დაბლა კურსის ჩამოსვლას არველოდები. ჯერჯერობით ასეთი პერსპექტივა არ იკვეთება," -განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა.

    ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უფრო მასშტაბური ვარდნაეროვნულ ვალუტას მხოლოდ საშუალოვადიან პერსპექტივაში ემუქრება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "ფინიქს 1970"-ის ანალიტიკოსმანიკა შენგელიამ ისაუბრა. იგი პროგნოზს არც ამჯერად ცვლის დადარწმუნებულია, რომ დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში ლარი 2,85-იან ნიშნულს მიაღწევს. როგორც მან `ბიზნეს-რეზონანსთან~ აღნიშნა, ამ ეტაპზე ლარზე ძლიერ მოქმედებს სიტუაცია სამეზობლოში, ერთ-ერთი ფაქტორია თურქული ვალუტის შესუსტება, რისი ტენდენცია დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო.

    "საქართველოში მომუშავე თურქულ და რუსულ კომპანიებსდოლარი გააქვთ. გარკვეულწილად ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ. ისინი დიდი რაოდენობით იღებენ ლარის რესურსს და უცხოურ ვალუტაში ახდენენ კონვერტაციას, რაც ზრდის დოლარზე მოთხოვნას.

    საკმაოდ ნეგატიური პროცესებია ლარის გარშემო, რაცსტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ახლაც ამ სიტუაციასთან გვაქვსსაქმე. მოლოდინი, რომ ლარი დაიწყებდა მოძრაობას და იგიგადავიდოდა სხვა დიაპაზონში, ანუ 2,72-ის ნიშნულის ფარგლებში,გამართლდა. ერთია, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს ვალუტისშესყიდვას რეზერვების შევსების მიზნით და მეორე ის, რომ ლარზეძლიერ მოქმედებს სიტუაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

    ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომოქტომბერ-ნოემბერში კურსი 2,85-იან ნიშნულს მიაღწევს, თუმცამოკლე პერიოდში საგრძნობი რყევა არ იქნება და კურსი 2,73-ისფარგლებს არ გასცდება. მართალია, ტურისტები გააქტიურდნენ, რაც სტატისტიკითაც ჩანს, მაგრამ ამ ფაქტორს საქართველოსთვის არა აქვს ეფექტი და კურსზე სასიკეთოდ არც ამჯერად იმოქმედებს," - აღნიშნა"ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელიამ.

    ფაქტია, რომ ლარმა, ეროვნული ბანკისა და მთავრობის დიდიმცდელობის მიუხედავად, სტაბილურობის წერტილი ვერ მოძებნა. ბოლოდრომდე ეს შესაძლებლობა თითქოს არსებობდა, მაგრამ იმდენადმოულოდნელად დაიწყო გაუფასურების პროცესი, რომ სტაბილურობისნიშანწყალი აღარ ჩანს. მართალია, ეკონომიკური პარამეტრებიმწყობრშია, მაგრამ დიდი ხანია, არც ეს კანონზომიერება ლარზეაღარ მოქმედებს და ბალანსის დაცვა უფრო და უფრო შეუძლებელიხდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Dsk   (14.05.2019)
    Upatrono qvekanaa.dolari lartan 3,0rom gaxdes araa gasakviri.mere xelisupleba romeli karidan gaipareba sainteresoa!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved