სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    14.05.2019

     "თიბისი დაზღვევა" უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.

    "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა, დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებსა და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.

    სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებითა და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის "მედიკორი" და ქართულ-ამერიკული კლინიკა.

    ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, "თიბისი დაზღვევის" მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

    "თიბისი დაზღვევისთვის" მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

    "თიბისი - ჯანმრთელობის დაზღვევის" დირექტორ ნინო გაჩეჩილაძის შეფასებით, დაზღვევის ახალი პროდუქტის უპირატესობა სიმარტივე და სისწრაფეა, რაც მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული.

    "თიბისი დაზღვევა" ჯანმრთელობის პროდუქტით შემოვიდა ბაზარზე. ჩვენი პროდუქტი მცირე, საშუალო და დიდი კომპანიებისთვის იქნება განკუთვნილი. ძალიან კარგად ვიცნობთ კომპანიების თანამშრომლების საჭიროებებსა და ქცევას, შესაბამისად, ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად მოვარგეთ მათ საჭიროებებს. ჩვენი უპირატესობა სერვისის მიღების სიმარტივე და სისწრაფეა, რასაც უზრუნველყოფს სწორედ ის მრავალფეროვანი ციფრული არხები, რომლებითაც ჩვენს კლიენტებს მომსახურებას ვთავაზობთ. ივნისიდან გაეშვება ახალი ვებ პლატფორმა - სამედიცინო ანაზღაურების ვებ-აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ჩვენთან დაზღვეულებს სერვისის მიღება ძალიან მარტივად და სწრაფად შეეძლებათ", - აღნიშნა ნინო გაჩეჩილაძემ.

    მომსახურების ხარისხზე გააკეთა აქცენტი "თიბისი დაზღვევაში" დაზღვეული კომპანიის, გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხაიძემ.

    "სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე ხარისხი გამოგვარჩევს. "თიბისი დაზღვევის" ახალი მიმართულება მაქსიმალურად მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება არის გამორჩეული დეტალი, რის გამოც მათზე შევაჩერეთ არჩევანი. ჩვენი თანამშრომლები სარგებლობენ ოჯახური დაზღვევითაც და აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მათგანმა ოჯახი ანდო "თიბისი დაზღვევას", - აღნიშნა მან.

    "თიბისი დაზღვევის" გენერალურ დირექტორ პაატა ღაძაძის შეფასებით, "თიბისი დაზღვევის" ახალი პროდუქტი ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და კონკურენციას გაზრდის.

    "თიბისი დაზღვევა" ბევრ და საინტერესო სიახლეს შემოიტანს ბაზარზე, რაც კონურენციასთან ერთად მოთხოვნებსაც გაზრდის, რადგან გარკვეული პერიოდი ამ ბაზარზე სტაგნაცია შეინიშნება. წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რამ დაიკარგა - ადამიანი, პაციენტი და მის მიმართ ყურადღება. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს 360-გრადუსიან ხედვას პაციენტზე, პირველ რიგში, ზრუნვას, რაც ადამიანებს სჭირდებათ და მაღალი ხარიხის მედიცინას. მარტო ზარალის ანაზღაურება არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ აქცენტს ადამიანის პრობლემასა და ამ პრობლემის გაზიარებაზე ვაკეთებთ. ყველაფერი რაღაც მექანიკაში გადავიდა და ადამიანებს ზრუნვა და თანადგომა დააკლდათ, რასაც მათ "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს. ინოვაცია ის გახლავთ, რომ ჩვენ არ დაველოდებით, როდის გახდება ადამიანი ავად, აქცენტს პრევენციაზე გავაკეთებთ. ეს არის ე.წ. პრევენციული ღონისძიებები, როდესაც ადამიანს გაწერილი აქვს თავისი ჯანმრთელობის გეგმა და იცის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა მივიდეს ექიმთან ვიზიტზე და ესა თუ ის დაავადება დროულად გამოავლინოს", - განაცხადა პაატა ღაძაძემ.

    "თიბისი დაზღვევა" თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: "ევექსი", "ჯეო ჰოსპიტალსი", "მედიქლაბი", "ინოვა" და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. "თიბისი დაზღვევა" პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.

    კარგი დაფარვები - მაღალი ლიმიტები, ნაკლები გამონაკლისები, თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება და საუკეთესო ტარიფები საქართველოში - ეს ის უპირატესობებია, რომლებითაც "თიბისი დაზღვევა" გამოირჩევა.

    "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლატფორმა, რაც დაუზოგავს მათ ადმინისტრაციულ რესურსსა და დროს.

    სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებითა და დაფარვებით.

    "კარგი", "უკეთესი", "საუკეთესო", "საუცხოო" და "განსაკუთრებული" - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აირჩევს.

    "თიბისი დაზღვევა" დაზღვეულებს შესთავაზებს შემდეგ მომსახურებებს: 24/7 "ცხელი ხაზი" ტელეფონის ნომერზე 2 41 11 11 ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge; სასწრაფოს გამოძახება; ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით; პროფილაქტიკური კვლევები; გადაუდებელი და გეგმური ამბულატორია; გადაუდებელი და გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება; საზღვარგარეთ მკურნალობა; მედიკამენტების ანაზღაურება; გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგია; ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება.

    მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება "თიბისი დაზღვევის" სერვისცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.

    სერვისცენტრებში ანაზღაურებისას 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში ანაზღაურდება. ონლაინ ანაზღაურებისას: 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

    ონლაინ ანაზღაურება ხელმისაწვდომი გახდება ივნისიდან ვებგვერდზე, ხოლო "თიბისი დაზღვევის" სერვისცენტრის მისამართია ალ. ყაზბეგის #24ბ.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×